პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კონფერენციას „Raisina Middle East“ ესწრება და პანელურ დისკუსიასა და ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობს.

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც მონაწილეობს კონფერენციაში "Raisina Middle East".

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: "მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი." ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

ღონისძიებაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ეკონომიკურ ტენდენციებსა და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

"Raisina Middle East" არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი აბუ დაბიში კონფერენციაში Raisina Middle East-ი მიიღებს მონაწილეობას
  3. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში "Raisina Middle East" მიიღებს მონაწილეობას
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას
  5. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევრონიუსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები