პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

ხალხის ძალასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადადგომას გამართლება არ აქვს, ხოლო ვინც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგია, საზოგადოების კითხვებს უნდა უპასუხოს.

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
იმედინიუსი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით გამართლება არ აქვს.

„ვინც ჩათვლის, რომ შესაძლებელია ამ საკითხს სხვანაირად შეხედო და არ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს ქართველ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დასვამს კითხვას - თუ რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის ფილიალებთან ერთად, შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმია.

როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, თუ რაიმე სუბიექტური მიდგომა გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი სუბიექტური მიდგომა ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც კობახიძეს აცილებასთან დაკავშირებით პირველ მოთხოვნაზე უარი უთხრა.

რაც შეეხება მის გადადგომას - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე. მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვეა დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტამდე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგურამ მაჭარაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ვინც ჩათვლის, რომ ამ საკითხს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გარეშე შეიძლება შეხედო, მან პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფორმალურად ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა - რეალურად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის პროცესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები