პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ვინც ჩათვლის, რომ ამ საკითხს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გარეშე შეიძლება შეხედო, მან პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას

საკონსტიტუციო სასამართლოხალხის ძალანაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს. „ხალხის ძალის“ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი რეჟიმია და ვინც მათ აკრძალვას არ ეთანხმება, საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს.

გურამ მაჭარაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ვინც ჩათვლის, რომ ამ საკითხს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ე.წ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გარეშე შეიძლება შეხედო, მან პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესთან დაკავშირებით შეფასებები აკეთებენ პოლიტიკოსები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ ამ საკითხის განხილვა დანაშაულებრივი პარტიების აკრძალვის გარეშე შეიძლება, მაშინ მათ საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რომლებიც აუცილებლად დასვამენ კითხვებს.

"ვინც ჩათვლის, რომ შეიძლება სხვანაირად შეხედო ამ საკითხს, ვიდრე ის, რომ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, რომლებიც აუცილებლად დასვამენ ამ კითხვას, თუ რას აკეთებდით ამ ხნის განმავლობაში, როდესაც დადასტურდა არაერთხელ, რომ "ნაცმოძრაობა" თავის ფილიალებთან ერთად არის შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმი.

როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა იმ საქმეზე, თუ შენი რამე სუბიექტური მიდგომები არ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი სუბიექტური მიდგომები ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც უარი უთხრა აცილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადადგომას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე, მით უფრო ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვე არის დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. "ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს - გადაწყვეტილების გამოტანის უკიდურესი ვადა 9 თვეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები