ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 163 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 9 თვეში საარსებო შემწეობა 163 111 პირს შეუჩერდა. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაზების გადახედვით სახელმწიფომ ათეულობით მილიონი ლარი დაზოგა, ხოლო პრემიერ კობახიძის შეფასებით, დასაქმების პროგრამა, რომელზეც 300 მლნ დაიხარჯა, ფიქციური იყო.

9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 163 ათასით შემცირდა
9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 163 ათასით შემცირდაBM.GE

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ჯამში 163 111 პირს შეუჩერდა საარსებო შემწეობა.

რაც შეეხება უშუალოდ სექტემბერს, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547 115 პირი იღებს. აქედან 141 653 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ მიმდინარე წლის იანვარში 246 ათასამდე პირი იყო ამ პროგრამით მოსარგებლე, მათი რაოდენობა სექტემბრისთვის 141 653-მდე შემცირდა [კლება 42%]. თუმცა 13%-ით ასევე შემცირებულია პროგრამის მიღმა შემწეობის მიმღებთა რიცხვიც.

აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო, ხოლო დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?