პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა, იანვრიდან კი დახმარება 163 111 პირს შეუჩერდა. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაზების გადამოწმების შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა
BM.GE

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547 115 პირი იღებს. აქედან 141 653 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.

იანვრიდან დღემდე 163 111 პირს შეუჩერდა შემწეობა.

აღსანიშნავია, რომ 7 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობის ბაზების გადახედვის შედეგად სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაზოგა.

"მოგეხსენებათ, სახელმწიფომ გადამოწმება თებერვლიდან დაიწყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც სტანდარტულად, ყველა სახელმწიფოსა და სისტემაში პერმანენტულად ხორციელდება. ჩვენი სახელმწიფოს შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, თავის დროზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, რაც საკმაოდ გახანგრძლივდა.

პირველ რიგში გადამოწმდნენ ის ოჯახები, რომელთა შემოწმებაც ყველაზე პრიორიტეტულად და გადაუდებლად მივიჩნიეთ. როგორც თავიდანვე ითქვა 65 ათასი ოჯახი უკვე გადამოწმდა და ეს ეტაპი დასრულებულია. თუმცა პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე", - თქვა სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციური9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 163 ათასით შემცირდა
  2. TV პირველიოპოზიციურისაარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოგეხსენებათ, სახელმწიფომ გადამოწმება თებერვლიდან დაიწყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება მუდმივი და უწყვეტი პროცესია, რომელიც სტანდარტულად, ყველა სახელმწიფოსა და სისტემაში პერმანენტულად ხორციელდება. ჩვენი სახელმწიფოს შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, თავის დროზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მორატორიუმის გამოცხადების შესახებ, რაც საკმაოდ გახანგრძლივდა. პირველ რიგში გადამოწმდნენ ის ოჯახები, რომელთა შემოწმებაც ყველაზე პრიორიტეტულად და გადაუდებლად მივიჩნიეთ. როგორც თავიდანვე ითქვა 65 ათასი ოჯახი უკვე გადამოწმდა და ეს ეტაპი დასრულებულია. თუმცა პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ვინაიდან ბაზა დინამიკურია და მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მას ემატებიან ახალი ოჯახები ან ტოვებენ. ზუსტი ციფრების დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბაზის სრულყოფილად გასწორების შემდეგ საუბარია რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაზოგვაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრად შემცირდა - რას ამბობს ოპოზიციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები