ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაახლოებით 35 000 ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა, რადგან მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მინისტრის თქმით, სოციალური ბაზის გადამოწმებისა და გასწორების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგება.

მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული
მიხეილ სარჯველაძე - დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებულიინტერპრესნიუსი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება, „იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“.

სარჯველაძის თქმით, ბაზის გადამოწმების პროცესი სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით გრძელდება. სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება, დაიზოგება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.

„ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება და ვის შესაძლოა არ ესაჭიროება ის მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და არ აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ეს პროცესი გრძელდება, აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს ამასთან დაკავშირებით, გადამოწმდა არა მხოლოდ 65 000[ოჯახი], არამედ გავცდით ამ რიცხვს და 80 000-ს ოჯახს აღწევს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რეგისტრირებული იყო 184 000 ოჯახი, ვინც შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო. იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება. გადათამაშებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ამ დრომდე შეიძლება ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს, შემოწმების შედეგად შეიძლება დაბალი დაუფიქსირდეს ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორებია. საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და რა თქმა უნდა, იქ არის მკაფიო კრიტერიუმები და არითმეტიკული სიზუსტით ხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შეფასება.

რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ეს არ არის შემოწმების ერთადერთი პროცესი, ეს ბაზა აბსოლუტურად ცოცხალია, მუდმივად ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვიღაც ახალი ემატება, ვიღაც გადის ამ ბაზიდან, ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული მლნ ლარზეა ლაპარაკი, რომელიც დაიზოგება, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება. ამ ეტაპზე, გვაქვს ამის გადაჭრით თქმის შესაძლებლობა. დაახლოებით, 30 000-ზე მეტი, 35 000-მდე არის რიცხვი ოჯახების, რომლებსაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული“, - აცხადებს სარჯველაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“
მიხეილ სარჯველაძე
„ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება და ვის შესაძლოა არ ესაჭიროება ის მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და არ აკმაყოფილებდეს. ამიტომ, ეს პროცესი გრძელდება, აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს ამასთან დაკავშირებით, გადამოწმდა არა მხოლოდ 65 000[ოჯახი], არამედ გავცდით ამ რიცხვს და 80 000-ს ოჯახს აღწევს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, რეგისტრირებული იყო 184 000 ოჯახი, ვინც შემწეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო. იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება. გადათამაშებაში იგულისხმება ის, რომ თუკი ამ დრომდე შეიძლება ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს, შემოწმების შედეგად შეიძლება დაბალი დაუფიქსირდეს ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორებია. საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და რა თქმა უნდა, იქ არის მკაფიო კრიტერიუმები და არითმეტიკული სიზუსტით ხდება ამ ოჯახების მდგომარეობის შეფასება. რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, ეს არ არის შემოწმების ერთადერთი პროცესი, ეს ბაზა აბსოლუტურად ცოცხალია, მუდმივად ცვალებადია და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვიღაც ახალი ემატება, ვიღაც გადის ამ ბაზიდან, ზუსტ რიცხვებზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული მლნ ლარზეა ლაპარაკი, რომელიც დაიზოგება, მას შემდეგ, რაც ბაზა გასწორდება. ამ ეტაპზე, გვაქვს ამის გადაჭრით თქმის შესაძლებლობა. დაახლოებით, 30 000-ზე მეტი, 35 000-მდე არის რიცხვი ოჯახების, რომლებსაც შეუწყდათ საარსებო შემწეობის მიღება, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.