პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიტალი კლიჩკო ზელენსკისთან დაპირისპირებაზე: ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გაგვაწნას, გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის სეზონის თითქოსდა ჩაშლის შესახებ, მაშინ როცა ის ჯერ არც დაწყებულა

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ცენტრალური ხელისუფლება დედაქალაქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში, დაფინანსების ბლოკირებასა და თვითმმართველობის განადგურებაში დაადანაშაულა. კლიჩკოს თქმით, მთავრობა ცდილობს მათ „სილა გააწნას“ და გათბობის სეზონის ჩაშლის შესახებ ცინიკურ ბრალდებებს უყენებს.

ვიტალი კლიჩკო ზელენსკისთან დაპირისპირებაზე: ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გაგვაწნას, გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის სეზონის თითქოსდა ჩაშლის შესახებ, მაშინ როცა ის ჯერ არც დაწყებულა
რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს. ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტული ბრალდებები წაუყენა და მთავრობა დედაქალაქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში, დაფინანსების ბლოკირებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გააწნას მათ და სამწუხაროდ, ასე გამოიყურება მათი მხრიდან ე.წ. თანამშრომლობა.

"ბოლო ორი თვეა, კიევი მტრის მუდმივი თავდასხმების ქვეშ ცხოვრობს - იბომბება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მრეწველობა და ბიზნესი. ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გაგვაწნას. სამწუხაროდ, ასე გამოიყურება ეგრეთ წოდებული თანამშრომლობა მათი მხრიდან. გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის სეზონის თითქოსდა ჩაშლის შესახებ, მაშინ როცა ის ჯერ არც კი დაწყებულა! ზოგიერთები ამბობენ, თითქოს სხვა ქალაქები, კიევისგან განსხვავებით, ზამთრისთვის უკეთ მოემზადნენ. ეს სიცრუეა - დღეს ყველა თემი შოკშია და ყველა ქალაქი იმ პრობლემებს უმკლავდება, რომლებიც მთავრობამ გადარიცხვების გაყინვით შექმნა. ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას მხოლოდ კიევში კი არა, არამედ სხვა ქალაქებშიც ცდილობენ: გამოგონილი მიზეზებით თანამდებობიდან აყენებენ თემების ხელმძღვანელებს, უყენებენ აბსურდულ ბრალდებებს და სისხლის სამართლის საქმეებით აშინებენ", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ცნობისთვის, დაპირისპირების მორიგი ტალღა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ვიდეომიმართვაში დედაქალაქის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა.

ზელენსკის თქმით, თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი ზამთრისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რეალურად მოუმზადებელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
  2. POSTVსამთავრობოკიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
  3. რუსთავი 2სამთავრობოვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო ორი თვეა, კიევი მტრის მუდმივი თავდასხმების ქვეშ ცხოვრობს - იბომბება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მრეწველობა და ბიზნესი. ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გაგვაწნას. სამწუხაროდ, ასე გამოიყურება ეგრეთ წოდებული თანამშრომლობა მათი მხრიდან. გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის სეზონის თითქოსდა ჩაშლის შესახებ, მაშინ როცა ის ჯერ არც კი დაწყებულა! ზოგიერთები ამბობენ, თითქოს სხვა ქალაქები, კიევისგან განსხვავებით, ზამთრისთვის უკეთ მოემზადნენ. ეს სიცრუეა - დღეს ყველა თემი შოკშია და ყველა ქალაქი იმ პრობლემებს უმკლავდება, რომლებიც მთავრობამ გადარიცხვების გაყინვით შექმნა. ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას მხოლოდ კიევში კი არა, არამედ სხვა ქალაქებშიც ცდილობენ: გამოგონილი მიზეზებით თანამდებობიდან აყენებენ თემების ხელმძღვანელებს, უყენებენ აბსურდულ ბრალდებებს და სისხლის სამართლის საქმეებით აშინებენ“
ვიტალი კლიჩკო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები