პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია: კიევის ენერგოკომპანიაში პოლიციის ჩხრეკამ ზელენსკისა და კლიჩკოს შორის დაპირისპირება გაამწვავა

„კიივტეპლოენერგომ“ პოლიცია პოლიტიკურ ზეწოლასა და დოკუმენტების ამოღებაში დაადანაშაულა, პროკურატურა კი აცხადებს, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას იძიებს. მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, ხელისუფლებამ დედაქალაქის ენერგეტიკული მდგრადობის გეგმის დამტკიცება თითქმის ექვსი თვით გააჭიანურა.

უკრაინული მედია: კიევის ენერგოკომპანიაში პოლიციის ჩხრეკამ ზელენსკისა და კლიჩკოს შორის დაპირისპირება გაამწვავა
იმედინიუსი

კიევში დაძაბულობა იზრდება - დედაქალაქში ენერგოკრიზისის გამო პასუხისმგებლობას სხვადასხვა უწყება ერთმანეთს აკისრებს. ამ დროს მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის ხანგრძლივ შეზღუდვებს ებრძვის, ტემპერატურა იკლებს, რუსეთი კი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს აგრძელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის საქალაქო კომპანია „კიივტეპლოენერგომ“ პოლიცია ზეწოლასა და დედაქალაქის ენერგეტიკული მდგრადობის გეგმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტების ამოღებაში დაადანაშაულა. კომპანიის განცხადებით, სამართალდამცველებმა მათ ოფისში 6 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარეს.

საჯარო განცხადებაში „კიივტეპლოენერგომ“ აღნიშნა, რომ პოლიციამ კომპანიის შენობა და რამდენიმე თანამშრომლის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რა გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზეზი.

„კიივტეპლოენერგოს“ შეფასებით, ასეთ ვითარებაში ჩატარებული ჩხრეკა შესაძლოა პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებდეს.

„სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკულია იმ პერიოდში, როდესაც მილიონობით კიეველისთვის გათბობის სეზონის დაწყებისთვის ვემზადებით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„კიივტეპლოენერგოს“ მხარი კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ დაუჭირა და განაცხადა, რომ ჩხრეკის შესახებ მედიამ ინფორმაცია უნდა გააშუქოს.

კიევის პროკურატურამ, თავის მხრივ, როგორც საქალაქო ადმინისტრაციის, ისე ენერგოკომპანიის განცხადებები უარყო. უწყების ცნობით, პოლიციას არც დოკუმენტები ამოუღია და არც „კიივტეპლოენერგოს“ შენობაში ჩაუტარებია ჩხრეკა.

პროკურატურის განმარტებით, სამართალდამცველები კორუფციის შესაძლო ფაქტებს იძიებენ.

„საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მხოლოდ „კიივტეპლოენერგოს“ ორი თანამშრომლისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა. გამოძიება სამშენებლო სამუშაოების დროს მასალების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის გზით საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტს ეხება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ზელენსკი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ კიევი ენერგეტიკული მდგრადობის გეგმის შესრულების გრაფიკს ჩამორჩებოდა. აღნიშნული გეგმის შესახებ პირველად მარტში გახდა ცნობილი.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, რომელსაც ზელენსკისთან ხანგრძლივი საჯარო დაპირისპირება აქვს, აცხადებს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ დედაქალაქის ენერგეტიკული მდგრადობის გეგმის დამტკიცება თითქმის ექვსი თვით გააჭიანურა. მერის თქმით, დაფინანსებისა და გეგმის შესრულების საკითხებზე არსებული უთანხმოების გამო, მთავრობამ დოკუმენტი მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა, ანუ შემოდგომის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკულია იმ პერიოდში, როდესაც მილიონობით კიეველისთვის გათბობის სეზონის დაწყებისთვის ვემზადებით“
„საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მხოლოდ „კიივტეპლოენერგოს“ ორი თანამშრომლისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა. გამოძიება სამშენებლო სამუშაოების დროს მასალების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის გზით საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტს ეხება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი კვლავ აკრიტიკებს კიევის მერს, კლიჩკოს, ელექტროენერგიის გათიშვის გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები