პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარეს; მან მთავრობა დედაქალაქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასა და თვითმმართველობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევი ზამთრისთვის მოუმზადებლობის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს
რუსთავი 2

ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს. ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტული ბრალდებები წაუყენა და მთავრობა დედაქალაქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში, დაფინანსების ბლოკირებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

დაპირისპირების მორიგი ტალღა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ვიდეომიმართვაში დედაქალაქის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა.

ზელენსკის თქმით, თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი ზამთრისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რეალურად მოუმზადებელია.

"თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი რეალურად მოუმზადებელია. სამწუხაროდ, ახლა, ჯერ კიდევ ოქტომბერში, ვითარება ზოგჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ამ ომის წინა ზამთრების დროს, არსებობს ბევრი სხვა პრობლემური საკითხიც. კიევი მდგრადობის გეგმების შესრულებაში სხვა რეგიონებს ჩამორჩება. საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებები და პროცესების დაჩქარება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოკიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
  2. POSTVსამთავრობოკიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
  3. რუსთავი 2სამთავრობოვიტალი კლიჩკო ზელენსკისთან დაპირისპირებაზე: ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად ცდილობს სილა გაგვაწნას, გვესმის ცინიკური ბრალდებები გათბობის სეზონის თითქოსდა ჩაშლის შესახებ, მაშინ როცა ის ჯერ არც დაწყებულა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი რეალურად მოუმზადებელია. სამწუხაროდ, ახლა, ჯერ კიდევ ოქტომბერში, ვითარება ზოგჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ამ ომის წინა ზამთრების დროს, არსებობს ბევრი სხვა პრობლემური საკითხიც. კიევი მდგრადობის გეგმების შესრულებაში სხვა რეგიონებს ჩამორჩება. საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებები და პროცესების დაჩქარება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული მედია - კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები