ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული ბანკი: ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, უახლოეს წლებში ციფრული ლარის სრულმასშტაბიანი გამოშვება არ იგეგმება. პროექტი მხოლოდ საპილოტე ხასიათს ატარებს და კანონით ერთმნიშვნელოვნად ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.

ეროვნული ბანკი: ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმებარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს.

მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ციფრული ლარის გამოშვების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, უახლოეს წლებში ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვებას, რაც ხაზგასმულია კიდეც "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის განმარტებით ბარათში. ამავე კანონით, ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და ნარჩუნდება ლარის ნაღდი ფორმით გამოშვება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ციფრული ლარის საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას, გამოცდასა და იმის შეფასებას, თუ რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება შექმნას ციფრულმა ვალუტამ მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს საფინანსო სისტემის ინოვაციურ განვითარებასა და ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის მომზადებას.

"დღესდღეობით, ციფრული ვალუტა ფინანსური ტრანზაქციების ჩვეული ნაწილი გახდა. საქართველოს მოსახლეობისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის უკვე კარგად ნაცნობია ისეთი ციფრული ვალუტები, როგორიცაა, USDT, USDC და სხვა. ამასთან, ყველა მათგანი უცხოურ ვალუტაზე მიბმულ, კერძო პირის მიერ გამოშვებულ ციფრულ აქტივს წარმოადგენს, რაც როგორც საბირჟო ვაჭრობისას, ისე ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს ფართოდ გამოიყენება. ეროვნული ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა კი მხარდაჭერილია ცენტრალური ბანკის მიერ და შესაბამისად, სანდოობის უმაღლესი ხარისხი გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნები ციფრული ვალუტების განვითარების სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები კერძო ციფრული ვალუტების (სტაბილქოინების) განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირი კი კერძო ციფრული ვალუტების პარალელურად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას და დომინირებას უჭერს მხარს. სწორედ ამ უკანასკნელ მიდგომას იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც.

ამასთან, ეროვნული ბანკი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას არეგულირებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია სტაბილქოინების გამოშვებისა და უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც ფინანსური ინოვაციების უსაფრთხო განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები