ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნებასაქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 80 ხმით მიიღო ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, რომლითაც სებ-ს ციფრული ლარის გამოცემის უფლება მიეცა, ხოლო მისი საბჭოს წევრებისთვის სავალდებულო გახდა დარგში მინიმუმ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მიიღოინტერპრესნიუსი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით ერთხმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა 15 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება - მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამისს სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება.

აღნიშნული სიახლის გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტი მოიწვიოს და ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, შერჩევის წესი და შრომის ანაზღაურება განსაზღვროს.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ განისაზღვრება ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და დგინდება, რომ გასაჩივრება გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს

გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებით განისაზღვრა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით. ასევე გაფართოვდა „ფულის ნიშნებისა“ და „ემისიის“ ცნებები - მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა I მოსმენით ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები