ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დრონებით შეტევა იყო რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე

რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რასაც ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ვედიახინი ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველა სისტემა საშტატოდ მუშაობს.

დრონებით შეტევა იყო რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე
დრონებით შეტევა იყო რუსული „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზერადიო თავისუფლება

ბალაკოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე ამ ცენტრზე შეტევის შესახებ 14 ოქტომბერს გამთენიისას დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მაც.

14 ოქტომბერს დილით რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა „სბერბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ ვედიახინის მოკლე კომენტარი, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე შეტევის ფაქტს ადასტურებენ. ვედიახინის თანახმად, ბანკის „ყველა სისტემა და ყველა სერვისი საშტატოდ მუშაობს“.

უკრაინას „სბერბანკის“ ცენტრზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა სისტემა და ყველა სერვისი საშტატოდ მუშაობს“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?