დრონებით შეტევა იყო „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრზე კალუგაში
კალუგაში მდებარე „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა. კალუგის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვამ ათობით უკრაინული დრონი გაანადგურა, არიან დაჭრილები.

9 ოქტომბერს დილით კომპანიამ დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქ კალუგაში მდებარე დატა-ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამდენიმე მოდული კი მწყობრიდან სრულადაა გამოსული. „იანდექსის“ თანახმად, დაშავებულები არ არიან.
კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 26 უკრაინული დრონი „გაანადგურა” ქალაქ კალუგის და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე, დაჭრილია 9 ადამიანი და დაზიანებულია კერძო სახლები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობაში გუბერნატორს „იანდექსის” ცენტრი არ უხსენებია.
უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
წინა დღეს, 8 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო „იანდექსის” ცენტრზე რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოშიც. ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.
ე.წ. დატა-ცენტრები რუსეთის სამიზნეა უკრაინაშიც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…