ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყო

უკრაინული მონიტორინგის არხებისა და მედიის ცნობით, რუსეთში, რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის შესაძლოა ყოფილიყო „სასტას“ ქარხანა და „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრი, ხოლო ბაშკირეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა. ოფიციალური მოსკოვი და კიევი თავდასხმებს ჯერ არ ადასტურებენ.

რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყო
რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყორადიო თავისუფლება

იმ რაიონებს შორის, სადაც აფეთქებები იყო, რიაზანის ოლქის ქალაქი სასოვოა. მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, შეტევა იყო სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრია.

ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული ქარხანა „სასტა“ აწარმოებს დანადგარებს, რომლებიც სამხედრო, ავიაკოსმოსურ, სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობაში გამოიყენება.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ სასოვოში ხანძარია სწორედ ქარხანა „სასტას“ ტერიტორიაზე, სადაც „იანდექსის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრიცაა.

„იანდექსმა“ დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონაში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ ხანძარია ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატის იმ რაიონშიც, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ მდებარეობს.

ქარხანაზე შეტევის შესახებ წერენ მონიტორინგის უკრაინული არხებიც.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „გაზპრომის" ამ ქარხანას დაარტყეს 2025 წლის შემოდგომაზეც და ორჯერ 2026 წლის ზაფხულში.

რუსეთის ხელისუფლებას რიაზანის ოლქსა და ბაშკირეთის რესპუბლიკაზე დრონებით შეტევის შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს. დარტყმა ოფიციალურად ჯერჯერობით არც უკრაინას დაუდასტურებია.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს მოსკოვი „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამიზნე ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხედრო აეროდრომი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - რუსეთზე დრონებით შეტევა იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები