ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული დრონებით თავდასხმამ Yandex-ის აპლიკაციის გლობალური შეფერხება გამოიწვია

უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად Yandex-ის მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა, რამაც ტაქსის სერვისის გათიშვა გამოიწვია რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმამ ასევე დააზიანა ორი ქვესადგური, რის გამოც 5 000 მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინული დრონებით თავდასხმამ Yandex-ის აპლიკაციის გლობალური შეფერხება გამოიწვია
უკრაინული დრონებით თავდასხმამ Yandex-ის აპლიკაციის გლობალური შეფერხება გამოიწვიარადიო თავისუფლება

კომპანიამ ამ თავდასხმით გამოწვეულ შეფერხებაზე ინფორმაცია „ტელეგრამის“ არხის საშუალებით გაავრცელა:

„მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც შედეგების აღმოფხვრაზე ზრუნავენ“.

მომხმარებლები იუწყებიან, რომ ტაქსები მიუწვდომელია მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, რუსეთის სხვა ქალაქებში და საზღვარგარეთაც კი, სადაც Yandex Go ოპერირებს, მათ შორის სერბეთში, სომხეთსა და ყაზახეთში.

ვლადიმირის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ავდეევის თქმით, თავდასხმამ ასევე დაზიანდა ორი ქვესადგური, რომლებიც 5000 მოსახლეს ელექტროენერგიით ამარაგებდნენ.

რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. დროებით დაიხურა აეროპორტები რუსეთის 15-მდე ქალაქში. ასევე, შეტევა იყო რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, სადაც დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის, ე.წ. დატა-ცენტრია.

მაშინ „იანდექსმა“ თავის საიტზე (Yandex Cloud) გამოქვეყნებულ ცნობაში დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონებში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ დაიბომბა უკრაინის არაერთი ქალაქი და მასში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები და დაწესებულებები.

საპასუხო ნაბიჯებს დგამს უკრაინაც. მათ შორის, დრონების გამოყენებით.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს მოსკოვი „ტერორისტულს” უწოდებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამიზნე ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც შედეგების აღმოფხვრაზე ზრუნავენ“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?