გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი, ლიდერი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი შენობა აუშენდება, რომელიც არსებულ კორპუსს ხიდებით დაუკავშირდება. პროექტის მოსამზადებლად კონტრაქტი კომპანია ICME Healthcare-თან გაფორმდა.

"გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი, ლიდერი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამ კუთხით, არც რესურსს დავზოგავთ", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებები შედგა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან, რომელსაც წარმატებით განხორციელებული პროექტების გამოცდილება აქვს.
"მთავარი პრიორიტეტი, ამოცანა არის, რომ ძალიან მაღალი კლასის რეგიონული ლიდერი გახდეს ეს დაწესებულება.
ამისთვის აუცილებელია, ინფრასტრუქტურა, სამედიცინო პერსონალი, რომელიც იქნება დასაკომპლექტებელი, გარდა არსებული ძალიან კვალიფიციური კადრებისა. ეს უზარმაზარი ტრადიციების მქონე დაწესებულებაა. ბუნებრივია, რომ ის კიდევ უფრო მეტად გასაფართოებელი იქნება, რადგან ძალიან ძნელი და მძიმე პერიოდების გავლა მოუხდა ამ დაწესებულებას წლების განმავლობაში.
სამედიცინო პროფესიასაც აქვს, ბუნებრივია, გარკვეული დეფიციტები, გარკვეული ნაკლოვანებები, რომელიც საჭიროებს გრძელვადიანი გადაწყვეტის მონახვას, რაც ნიშნავს იმას, რომ მასშტაბური, სტრატეგიული ხედვა დასჭირდება ამ ყველაფერს.
საბედნიეროდ, გვაქვს რეალური შესაძლებლობა. ამბიციურად გამოიყურება, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური გეგმაა, რომ რამდენიმე წელიწადში ასეთი დაწესებულება გაჩნდება.
ამიტომაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ნაგებობა, ახალი შენობა დასჭირდება. თუმცა ის დაკავშირებული იქნება, ხიდებით ძირითად, უახლოეს მომავალში, მუშაობასაც დავიწყებთ არსებულ შენობაზე.
მაგრამ ამის მიღმა, მაგალითად, ონკოლოგიური და სხვადასხვა მიმართულებით, სჭირდება ახლებური შენობა, რომელსაც ვერ გაითვალისწინებდა, როდესაც [ძველი შენობა] აშენდა, ათწლეულების წინ. მაშინ ეს ვერ იქნებოდა იქ გათვალისწინებული, ვთქვათ კედლის სისქიდან დაწყებული, სხვადასხვა პარამეტრებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მიმართულებებს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდების საშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვე არსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.
რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.
"შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ციტატები სტატიიდან
„გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი, ლიდერი, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამ კუთხით, არც რესურსს დავზოგავთ“
„მთავარი პრიორიტეტი, ამოცანა არის, რომ ძალიან მაღალი კლასის რეგიონული ლიდერი გახდეს ეს დაწესებულება. ამისთვის აუცილებელია, ინფრასტრუქტურა, სამედიცინო პერსონალი, რომელიც იქნება დასაკომპლექტებელი, გარდა არსებული ძალიან კვალიფიციური კადრებისა. ეს უზარმაზარი ტრადიციების მქონე დაწესებულებაა. ბუნებრივია, რომ ის კიდევ უფრო მეტად გასაფართოებელი იქნება, რადგან ძალიან ძნელი და მძიმე პერიოდების გავლა მოუხდა ამ დაწესებულებას წლების განმავლობაში. სამედიცინო პროფესიასაც აქვს, ბუნებრივია, გარკვეული დეფიციტები, გარკვეული ნაკლოვანებები, რომელიც საჭიროებს გრძელვადიანი გადაწყვეტის მონახვას, რაც ნიშნავს იმას, რომ მასშტაბური, სტრატეგიული ხედვა დასჭირდება ამ ყველაფერს. საბედნიეროდ, გვაქვს რეალური შესაძლებლობა. ამბიციურად გამოიყურება, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური გეგმაა, რომ რამდენიმე წელიწადში ასეთი დაწესებულება გაჩნდება. ამიტომაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ნაგებობა, ახალი შენობა დასჭირდება. თუმცა ის დაკავშირებული იქნება, ხიდებით ძირითად, უახლოეს მომავალში, მუშაობასაც დავიწყებთ არსებულ შენობაზე. მაგრამ ამის მიღმა, მაგალითად, ონკოლოგიური და სხვადასხვა მიმართულებით, სჭირდება ახლებური შენობა, რომელსაც ვერ გაითვალისწინებდა, როდესაც [ძველი შენობა] აშენდა, ათწლეულების წინ. მაშინ ეს ვერ იქნებოდა იქ გათვალისწინებული, ვთქვათ კედლის სისქიდან დაწყებული, სხვადასხვა პარამეტრებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მიმართულებებს“
„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.