ლევან მახაშვილი: თორემ ღმერთმა დაგვიფაროს ან პოლიტიკური საქმიანობა ავკრძალოთ, ან უცხოური ფულის ქვეყანაში შემოტანა ავკრძალოთ...
პოლიტიკაშიც იმოძრაონ ამ ადამიანებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ორგანიზაციებმა, ფულიც მისცენ, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ ფულს რომ აძლევ, მოსახლეობას გამჭვირვალედ აუხსნან, რას აძლევენ, რაში აძლევენ, რაში უხდიან ამ ფულს
"აქ იმაზე კი არაა საუბარი, რომ პოლიტიკაში რამე იკრძალება ან არ მისცეთ ფული...
პოლიტიკაშიც იმოძრაონ ამ ადამიანებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ორგანიზაციებმა, ფულიც მისცენ, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ ფულს რომ აძლევ, მოსახლეობას გამჭვირვალედ აუხსნან, რას აძლევენ, რაში აძლევენ, რაში უხდიან ამ ფულს, თორემ ღმერთმა დაგვიფაროს ან პოლიტიკური საქმიანობა ავკრძალოთ, ან უცხოური ფულის ქვეყანაში შემოტანა ავკრძალოთ...
მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს, რა ფული შემოდის და ამაზე ნელ-ნელა მთელი მსოფლიო თანხმდება, დემოკრატიული ნაწილი მინიმუმ, რომ დიახაც, გამჭვირვალობა არის დემოკრატიის აუცილებელი, ფუნდამენტური პირობა...
ფონდებს რომ მივუბრუნდეთ, ფონდების აკრძალვაზე კი არაა საუბარი ან მათი საქმიანობის შეზღუდვაზე, საუბარია, რომ ამ ფონდებმა პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად იმუშაონ საქართველოში, ეს გამოიხატება გამჭვირვალობაში და ანგარიშვალდებულებაში" - ამბობს დეპუტატი ლევან მახაშვილი რუსთავი ორის "დებატებში"
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.