ლევან მახაშვილი: 2024 წელს საქართველოში "შავი ფულისა" და რადიკალიზაციის ეპოქა დასრულდა
ლევან მახაშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველოში „შავი ფულისა“ და რადიკალიზაციის ეპოქა დასრულდა და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, სად იხარჯება შემოსული უცხოური თანხები.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში "დებატები" უცხოური დაფინანსებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად და რა რაოდენობით იხარჯება ქვეყანაში შემოსული უცხოური თანხები, რაც საერთაშორისო პრაქტიკისა და დამკვიდრებული პრინციპების ნაწილია.
მახაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა გერმანული და ევროპული ფონდების საქმიანობაზე და აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში "შავი ფულისა" და რადიკალიზაციის ეპოქა დასრულდა, რაზეც საზოგადოებამ მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო.
"მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია, როცა საქართველოში შემოდის უცხოური ფული, საზოგადოებამ იცოდეს, რაში შემოდის, საიდან შემოდის, რა რაოდენობით და რაში იხარჯება. ასევე, საზოგადოებას აქვს იმის უფლება, თავად გადაწყვიტოს, რაში უნდა იხარჯებოდეს ეს ფული. ეს არ არის კიდევ ერთხელ ახალი ველოსიპედის გამოგონება, ეს არის ის დამკვიდრებული პრინციპები, რაზეც პარიზის დეკლარაციიდან დაწყებული, ამერიკული კანონი იქნება თუ გერმანული სხვადასხვა კანონმდებლობა, ბრიტანული თუ სხვა, არის შეთანხმებული საზოგადოება.
როდესაც სანქციებზე, ფონდების გასვლაზე გვაქვს საუბარი, ერთი მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ "ალდეს" უკან დგანან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან "დროა," როგორიც არის "ლელო" და ასე შემდეგ, რომლებსაც საქართველოში ქსენოფობიური კამპანიები აქვთ ნაწარმოები, მათი წევრი ტერორისტული საქმიანობისთვის ზის დღეს ციხეში (ალეკო ელისაშვილზეა საუბარი) და ასე შემდგომ. ამიტომ ვიცოდეთ, ვისზეა და რეალურად ვინ არიან ეს ორგანიზაციები.
გერმანულ ფონდებს რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ მათ გაცხადებული აქვთ პირდაპირ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ფონდები, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი. ვისაც კარგი საქმის კეთება უნდა, ერთს დახარჯავს? ათს საქართველო დახარჯავს, გვერდში დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ 2024 წელს დასრულდა საქართველოში "შავი ფულის" და რადიკალიზაციის ეპოქა, ამაზე გადაწყვეტილება საზოგადოებამ არაერთხელ მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებშიც სათანადოდ შეაფასებს საზოგადოება ამ ყველაფერს," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია, როცა საქართველოში შემოდის უცხოური ფული, საზოგადოებამ იცოდეს, რაში შემოდის, საიდან შემოდის, რა რაოდენობით და რაში იხარჯება. ასევე, საზოგადოებას აქვს იმის უფლება, თავად გადაწყვიტოს, რაში უნდა იხარჯებოდეს ეს ფული. ეს არ არის კიდევ ერთხელ ახალი ველოსიპედის გამოგონება, ეს არის ის დამკვიდრებული პრინციპები, რაზეც პარიზის დეკლარაციიდან დაწყებული, ამერიკული კანონი იქნება თუ გერმანული სხვადასხვა კანონმდებლობა, ბრიტანული თუ სხვა, არის შეთანხმებული საზოგადოება. როდესაც სანქციებზე, ფონდების გასვლაზე გვაქვს საუბარი, ერთი მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ "ალდეს" უკან დგანან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან "დროა," როგორიც არის "ლელო" და ასე შემდეგ, რომლებსაც საქართველოში ქსენოფობიური კამპანიები აქვთ ნაწარმოები, მათი წევრი ტერორისტული საქმიანობისთვის ზის დღეს ციხეში (ალეკო ელისაშვილზეა საუბარი) და ასე შემდგომ. ამიტომ ვიცოდეთ, ვისზეა და რეალურად ვინ არიან ეს ორგანიზაციები. გერმანულ ფონდებს რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ მათ გაცხადებული აქვთ პირდაპირ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ფონდები, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი. ვისაც კარგი საქმის კეთება უნდა, ერთს დახარჯავს? ათს საქართველო დახარჯავს, გვერდში დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ 2024 წელს დასრულდა საქართველოში "შავი ფულის" და რადიკალიზაციის ეპოქა, ამაზე გადაწყვეტილება საზოგადოებამ არაერთხელ მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებშიც სათანადოდ შეაფასებს საზოგადოება ამ ყველაფერს,“
„და ასე შემდეგ, რომლებსაც საქართველოში ქსენოფობიური კამპანიები აქვთ ნაწარმოები, მათი წევრი ტერორისტული საქმიანობისთვის ზის დღეს ციხეში (ალეკო ელისაშვილზეა საუბარი) და ასე შემდგომ. ამიტომ ვიცოდეთ, ვისზეა და რეალურად ვინ არიან ეს ორგანიზაციები. გერმანულ ფონდებს რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ მათ გაცხადებული აქვთ პირდაპირ, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ფონდები, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი. ვისაც კარგი საქმის კეთება უნდა, ერთს დახარჯავს? ათს საქართველო დახარჯავს, გვერდში დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ 2024 წელს დასრულდა საქართველოში“
„და რადიკალიზაციის ეპოქა, ამაზე გადაწყვეტილება საზოგადოებამ არაერთხელ მიიღო, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ არჩევნებშიც სათანადოდ შეაფასებს საზოგადოება ამ ყველაფერს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.