ლევან მახაშვილი: ყველას გვახსოვს, ევროპარლამენტარები როგორ ახდენდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვის რომანტიზებას. ეს არის ევროპული დემოკრატიის ფონდის ლოგო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვიოლა ფონ კრამონები და ის ევროპარლამენტარები არიან, დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ, თურმე. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და ასეთ დროს ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, კანონმდებლობის მიღებაა
ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის დაწვის რომანტიზებას ახდენდნენ, ხოლო უცხოური პოლიტიკური დაფინანსების წინააღმდეგ საქართველოს ერთადერთი გამოსავალი კანონმდებლობის მიღებაა.

პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია მთელს მსოფლიოში მარტივი მიზეზის გამო - თუ პოლიტიკური პარტიებისთვის ამოსავალი არის არა მოქალაქეების ინტერესები, არამედ დონორის, რა თქმა უნდა, ისინი ვერ იქნებიან ხალხზე მზრუნველები, ეს აღარ არის ეროვნული პოლიტიკა, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების რისკები ევროპამ დიდი ხანია, უკვე დაინახა.
"ტრამპმა რომ დახურა USAID და სქემები გაასაჯაროვა, ვნახეთ, ფული როგორ ილექებოდა ქართულ [არამარტო] პოლიტიკაში ირიბად, ძალადობის წახალისება როგორ ხდებოდა. ყველას გვახსოვს, ევროპარლამენტარები როგორ იდგნენ "სირცხვილიას" წარმომადგენლებთან ერთად, როგორ ახდენდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვის რომანტიზებას. ეს არის ევროპული დემოკრატიის ფონდის ლოგო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვიოლა ფონ კრამონები და ის ევროპარლამენტარები არიან, დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ, თურმე. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და ასეთ დროს ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, კანონმდებლობის მიღებაა.
ეს რისკები ევროპამ დიდი ხანია დაინახა, იმიტომ არის საფრანგეთში 340 ხმა 0-ის წინააღმდეგ, მთელმა პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის დაამტკიცა გამჭვირვალობის რეესტრი, ანუ საფრანგეთიც ზღუდავს საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას?", - განაცხადა მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„წარმომადგენლებთან ერთად, როგორ ახდენდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელის დაწვის რომანტიზებას. ეს არის ევროპული დემოკრატიის ფონდის ლოგო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში ვიოლა ფონ კრამონები და ის ევროპარლამენტარები არიან, დემოკრატიაზე რომ ზრუნავენ, თურმე. ეს არის ბრძოლა წესების გარეშე და ასეთ დროს ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, კანონმდებლობის მიღებაა. ეს რისკები ევროპამ დიდი ხანია დაინახა, იმიტომ არის საფრანგეთში 340 ხმა 0-ის წინააღმდეგ, მთელმა პარლამენტმა დაამტკიცა, მათ შორის დაამტკიცა გამჭვირვალობის რეესტრი, ანუ საფრანგეთიც ზღუდავს საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…