პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის, საიდან და რა უცხოურ გავლენებსა და ინტერესებზეა საუბარი

საქართველოს პარლამენტი

ლევან მახაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის ქვეყანაში, საიდან და რა უცხოურ გავლენებზეა საუბარი, ხოლო ვინც ამას არ ეთანხმება, ფარულ დღის წესრიგს ატარებს.

ლევან მახაშვილი: მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა თანხა შემოდის, საიდან და რა უცხოურ გავლენებსა და ინტერესებზეა საუბარი
რუსთავი 2

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში "დებატები" უცხოური დაფინანსებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მახაშვილის განცხადებით, უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, საიდან და რა მიზნებით შემოდის თანხები ქვეყანაში.

"უმარტივესი, ელემენტარული ჭეშმარიტებაა და მე დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში თქვენც მეთანხმებით, რომ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რა თანხა შემოდის, საიდან და რა უცხოურ გავლენებსა და ინტერესებზეა საუბარი და ასევე, მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების სახით, თავად გადაწყვიტოს, ქვეყნისთვის რა სასიკეთო საქმეებს მოხმარდება ეს.

თუ ვინმე ამაში არ გეთანხმება, ზოგადად, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაუთვითცნობიერებლად ატარებს ამ ფარულ დღის წესრიგს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესის სახით და ინტერესით ცდილობს ამ დღის წესრიგის გატარებას," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლევან მახაშვილი: თორემ ღმერთმა დაგვიფაროს ან პოლიტიკური საქმიანობა ავკრძალოთ, ან უცხოური ფულის ქვეყანაში შემოტანა ავკრძალოთ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები