ბათუ ჭუმბურიძე: პრემიერმა, ჩვენ შევთავაზეთ თურქებს პრობლემური თამაშის აქ ჩატარებაო. ...ამით საბოლოოდ დაზუსტდა აწ უკვე შედეგებზე პასუხისმგებელი მხარე
ბათუ ჭუმბურიძე: რა თქმა უნდა შედეგებში არ იგულისხმება მხოლოდ უეფას მიერ დაწყებული გამოძიებით დადგენილ დარღვევებზე გამოტანილი სანქციები. შედეგები გაცილებით ღრმაა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭებასაც მოიცავს.

სახალხო პარტიის წევრი, ბათუ ჭუმბურიძე:
პრემიერმა, ჩვენ შევთავაზეთ თურქებს პრობლემური თამაშის აქ ჩატარებაო.
მანამდე ბევრი ვარაუდი იქნა გამოთქმული საეჭვო კითხვებზე და ამით საბოლოოდ დაზუსტდა აწ უკვე შედეგებზე პასუხისმგებელი მხარე.
რა თქმა უნდა შედეგებში არ იგულისხმება მხოლოდ უეფას მიერ დაწყებული გამოძიებით დადგენილ დარღვევებზე გამოტანილი სანქციები.
შედეგები გაცილებით ღრმაა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭებასაც მოიცავს.
ჯერჯერობით თვალს ვადევნებთ ქართველ და თურქ ხალხებს შორის წარმოქმნილ დაძაბულობას, რაც აუცილებლად გადაიზრდება სახელმწიფოებრივ დონეზე.
მერე კი, როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობასაც მოიხსნის თავიდან.
ახლა შეგახსენებთ ჩემს იმ მეტად საყურადღებო ვარაუდს, რაც ერთ-ერთ წინა პოსტში გამოვთქვი. თუ არ ვცდები შარშან, პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტისას, ერდოღანმა რატომღაც წამოწია ე.წ. თურქი მესხების პრობლემა და ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება ამ საკითხის გადაჭრაზეაო დამოკიდებული.
ასე პირდაპირ მიახალა პირში ყაველაშვილს და აწი ველოდები თქვენს პასუხსო, დაუზუსტა პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯები. მას შემდეგ მხოლოდ ერთი ვიზიტი იყო. ისიც რაღაც კლიმატის სამიტზე და იქ ერდოღანის გადამეტებული ქებით შეეცადნენ ურთიერთობის დათბობას, თუმცა ამაოდ.
ჩემი ვარაუდი იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემური თამაშის აქ ჩატარება ჩათვალეს ძალიან კარგ შანსად, ურთიერთობის დასათბობად.
ამ შანსმა ისე დააბრმავათ, რომ უდიდესი რისკებს ყურადღება აღარ მიაქციეს.
იფიქრეს, როგორმე მოვაგვარებთ და ყურადღებას მივიპყრობთ დაძაბულ რეგიონში ჩვენს როლსა და შესაძლებლობებზეო. მივიღეთ ის უარესი შედეგი, რაც მოსალოდნელი იყო პრიმიტიული, არაკომპეტენტური ხელისუფლების ქმედებებისგან.
ახლა გასარკვევია, კონკრეტულად ვის თავში დაიბადა ეს ავანტიურისტული იდეა და ვინ შეთავაზა მისი განხორციელება პრემიერს.
აქ კი, უკვე უშიშროებაც უნდა ჩაერთოს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…