ნინო ნადირაძე: დადექით თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლებმა, თუნდაც კანონის წარმომადგენლებმა... ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ, არასწორია, რომ დაიბადნენ...

„ყოველთვის დაბადება სჯობს არდაბადებას და თქვენ რომ, ალბათ, აიღოთ ყველა იმ ბავშვის ფოტო, ვინც დაიბადა ამ გზით, და ჩახედოთ ამ ბავშვებს თვალებში - დადექით თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლებმა, თუნდაც კანონის წარმომადგენლებმა... ჩახედეთ ამ ბავშვებს თვალებში და თქვით, რომ ისინი ცოდვის გზით დაიბადნენ, არასწორია, რომ დაიბადნენ, და ძალიან ცუდი მოხდა, რომ ისინი დაიბადნენ.
სახელმწიფოს როლი ამ შემთხვევაში არის ის, რომ უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები, რათა არ მოხდეს კანონდარღვევა. მე ვფიქრობ, რომ ასე ხელაღებით რაღაცის გადაწყვეტა არ არის სწორი... არავის არ ვემტერები. უბრალოდ, ეს ჩემი აზრია - ქალის აზრია, რომელმაც იცის აი, ეს გრძნობა, როდესაც შენ არანორმალურად გინდა შვილის ყოლა და ვერ ფეხმძიმდები. კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი ჩვენი კანონმდებლების ადგილას და ვფიქრობ, რომ წამყვანი როლი მიეცით ქალებს. კაცები ამას ვერ გაიგებთ“ - ამბობს ნინო ნადირაძე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…