ლევან ყურაშვილი: ასე იცის, გარეთ მეგობარს და მომკითხავს რომ არ დაიტოვებ, ეკონომიკას რუსეთს მიაბამ, ენერგეტიკას რუსეთს მიაბამ და გგონია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი აქ პატარა სამეფოს მოწყობას გაცდის
ლევან ყურაშვილი: პ.ს. საინტერესო ის არაა, რუსები რას ითხოვენ ამათგან. ეგ ყველასთვის ცხადი იყო წინასწარ (ნუ, ქოცების გარდა). საინტერესო ისაა, ესენი ამას ღიად რატომ ლაპარაკობენ. წესით, გავიგებთ მალე. და ეჭვი მაქვს, "აბა, ეკონომიკა გავაჩანაგოთ? ჩვენი მეღვინეები ხომ არ გაკოტრდებიან, იმეგობრონ დონისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა, რა პრობლემაა?!" კამპანიას ვიხილავთ.

ბლოგერი ლევან ყურაშვილი:
უი, რას ლაპარაკობთ!
იმ ქვეყანამ, რომელმაც პოკროვსკთან უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ბერლინთან, არაადეკვატური და ირაციონალური მოთხოვნები წამოგიყენათ?
ვინ იფიქრებდა?!
არ დაგიფასეს ცივილიზებული სამყაროს ლანძღვა და რუსული სტილის, ოღონდ ორღობის დიქტატურის მოხოდვის მცდელობა?
ისე, რაღაცნაირად უნიკალური ხალხია ქოცები
ყველა ჯერზე, ერთი და იგივე ლეღვობაზე წამოხევა იშვიათი ნიჭია ნამდვილად.
გახსოვთ 2024-ში, არჩევნების წინ, ბიძინას აფხაზებზე და ოსებზე ბოდიშის მერე რა კამპანია ააწყეს? - აქაოდა, არ გესმით თქვენო, აფხაზეთს ვიბრუნებთო.
გახსოვთ რამდენიმე კვირაში როგორ ჩასცხეს რუსებმა კინკრიხოში? - ბალამუტს მორჩით და თავდაუსხმელობაზე შეთანხმებას მოაწერეთ ხელიო.
არადა, რა პრობლემა იყო რუსებისთვის, ეცლიათ 1-2 თვე ამათთვის მაგ თემის აწევა. ჩაივლიდა არჩევნები და მერე ვიღას გაახსენდებოდა ("გარეჯი საქართველოას" არ იყოს).
მაგრამ არა.
ეგრევე კეფაში ტყლაშანი გაადენინეს.
ახლა უკვე სანქციების ენით ელაპარაკებიან.
ასე იცის, გარეთ მეგობარს და მომკითხავს რომ არ დაიტოვებ, ეკონომიკას რუსეთს მიაბამ, ენერგეტიკას რუსეთს მიაბამ და გგონია, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი აქ პატარა სამეფოს მოწყობას გაცდის.
არადა, იდეაში, ყველაფერნაირად უნდა აწყობდეთ რუსებს ახლა აქ რაც ხდება და ქოცები რასაც აკეთებენ.
მაგრამ, 720 000 კაცი რომ მოუკლეს 4 წელიწადში და ისევ მალა ტოკმაჩკას ეჭიდავება, იმ კაცისგან რაციონალიზმის მოლოდინი არის კოსმიური მასშტაბის გულუბრყვილობა და სიბეცე.
პ.ს. საინტერესო ის არაა, რუსები რას ითხოვენ ამათგან. ეგ ყველასთვის ცხადი იყო წინასწარ (ნუ, ქოცების გარდა). საინტერესო ისაა, ესენი ამას ღიად რატომ ლაპარაკობენ.
წესით, გავიგებთ მალე.
და ეჭვი მაქვს, "აბა, ეკონომიკა გავაჩანაგოთ? ჩვენი მეღვინეები ხომ არ გაკოტრდებიან, იმეგობრონ დონისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა, რა პრობლემაა?!" კამპანიას ვიხილავთ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…