ქეთი მოლაშვილი: ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი, საინგილოში დარჩენილი ქართველების ერთადერთი იმედია, რომელიც მართლმადიდებლობასთან აკავშირებთ და შესაბამისად სამშობლოსთან
ქეთი მოლაშვილი: სერგო ორჯონიკიძის ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების შემდეგ, მას შემდეგ, რაც 1921 წელს, ადგნენ და უბრალოდ საქართველოს ზაქათალის ოლქი ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანს გადასცეს, საინგილო დარჩა აზერბაიჯანს.

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი,
საინგილოში დარჩენილი ქართველების ერთადერთი იმედია, რომელიც მართლმადიდებლობასთან აკავშირებთ
და შესაბამისად სამშობლოსთან,
ამიტომ
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი, არაა მხოლოდ ერთი რიგითი ტაძარი,
სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებს შორის.
ეს ტაძარი, XII–XIII საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარია,
რომელიც შაჰ-აბასის შემოსევების დროს დაინგრა და 1890-1894 წლებში აღადგინეს.
სერგო ორჯონიკიძის ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების შემდეგ,
მას შემდეგ, რაც 1921 წელს,
ადგნენ და უბრალოდ
საქართველოს ზაქათალის ოლქი ჩამოაჭრეს და აზერბაიჯანს გადასცეს,
საინგილო დარჩა აზერბაიჯანს.
ახლა წარმოიდგინეთ:
ცხოვრობ საქართველოში,
სამშობლოში,
შემოვიდა წითელი არმია,
ძალით გაგასაბჭოვა,
მერე ერთ დღეს,
რაღაცები დახაზა, გადახაზა,
გაიღვიძე
და გითხრეს,
შენაო ახლა აზერბაიჯანში ცხოვრობო,
აზერბაიჯანს მიგაკუთვნა,
რელიგიურად სულ სხვა ხალხს და
შენც ერთადერთ იმედად,
ქურმუხის წმინდა გიორგი შემოგრჩა..
მე მყავს მეგობარი საინგილოდან,
რომელიც ყოველ წელს დადიოდა საინგილოში,
იქამდე, სანამ საზღვარი არ ჩაკეტა აზერბაიჯანმა.
და რატომ ჩაკეტა?
კოვიდის გამო.
დღემდე რატომ აქვს ჩაკეტილი?
ისევ კოვიდის გამო.
სასაცილოა არა?
ჰო, ასე დაგვცინის აზერბაიჯანული მხარე
და თავში გვიბაგუნებს,
აბა კაი ბიჭი ხარ და შეეწინააღმდეგე.
იცით როგორ ცხოვრობენ კახში, ნუხში,
იქაურ ქართულ სოფლებში ქართველები?
ჯერ ქართული წიგნები აუკრძალეს ამ რამდენიმე წლის წინ
და ამაზე ქართულ მხარეს, ხმა არ ამოუღია;
მერე ქურმუხის წმინდა გიორგში სიარული,
ნელ-ნელა აუკრძალეს და ნებისმიერ დროს აღარ შეეძლო ქართველს ტაძარში სიარული;
ბოლოს მხოლოდ გიორგობას თუ უშვებდნენ
და დღეს გიორგობასაც აღარ შეუშვეს.
ალბანურია კაცო ეს ტაძარიო,
აზერბაიჯანული მხარე ამბობს,
ისევე როგორც ამბობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე.
ხმას ამოიღებ?
თავში ჩაგიბაგუნებს და გაგაჩუმებს.
აზერბაიჯანში ჰო იცით როგორი მდგომარეობაა,
აქციას ვერავინ გამართავს, ხმას ვერავინ ამოიღებს, სიტყვას ხმამაღლა ვერავინ დაძრავს, სრული ავტორიტარიზმი.
ჰოდა აი ამ სრულ ავტორიტარიზმში,
ადგა ეს ჩვენი ჩაგრული ხალხი საინგილოდან,
გამოვიდა მთელი სოფელი
და გამწარებულებმა გზა გადაკეტეს.
ხალხო, ეს იცით როგორი ამბავია?
წარმოუდგენელი!
ხალხი ხმას ვერ იღებს,
არამცთუ პროტესტი და არამცთუ გზის გადაკეტვა
და ქართველებმა რელიგიის გამო,
ტაძრის გამო,
ქართველობის გამო,
გადააბიჯეს ამ შიშს და მთელი სოფელი ფეხზე დადგა,
მთელი ქართული სოფელი.
უყურეთ ვიდეოებს?
ენას ართმევენ, ქართულ წიგნებს ართმევენ,
უნდათ გააქრონ ქართული კვალი
და ამის მიუხედავად,
სუფთა ქართულით,
იდგნენ ქართველები ქუჩაში
და ითხოვდნენ შეგვიშვითო ჩვენსავე ტაძარში!
და აი ამ ამბავზე,
კვლავ დუმს როგორც ქართული ოცნება,
ასევე საპატრიარქო...
ამ პოსტს ვწერ არა თითის ქნევით,
ეს როგორ გვიბედავენ მეთქი,
ან ეს რას აკეთებენ მეთქი,
უფრო ვწერ ისე,
რომ ვთხოვო საპატრიარქოში თუ ვინმეს ხელ ეწიფება და იაზრებს როგორი მნიშვნელოვანია ამ ტაძრის ბედი,
იბრძოლონ, რომ ერთიმუჭა ქართველებს,
საინგილოში, ჩვენი მხარდაჭერა ვანახოთ
და დავუბრუნოთ ტაძარი.
ამ პოსტს ვწერ ქოცებისთვისაც,
თუ ვინმეს კიდევ რამე შეგრჩენიათ მართლმადიდებლური და ქართული,
უბრალოდ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის,
რომ ტაძარი გადავარჩინოთ
და ქართველობა გადავარჩინოთ საინგილოში,
რადგან მართლმადიდებლობა პირდაპირპროპორციულია ქართველობის
და სწორედ ამიტომ უნდა რომ ამოძირკვოს აზერბაიჯანმა რელიგია კახსა და ნუხში
და ძალიან ცოდოა იქაური ქართველობა...
ვთხოვ ყველა პირს,
ვისაც რაიმეს გაკეთება მაინც შეუძლია,
გააკეთოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი,
რომ დავიცვათ ქართველები
და შევუნარჩუნოთ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი!
და ბოლოს,
რაც არ უნდა კეთილმეგობრული ქვეყანა გვყავდეს მეზობლად,
თავში ჩაგვიკაკუნებს და დაგვჩაგრავს,
თუ სუსტები ვიქნებით.
როცა ძლიერი მოკავშირე გყავს,
როცა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ხარ,
როცა ევროკავშირის წევრი სულ მალე გახდები და უძლიერესი ქვეყნების მოკავშირე ხარ,
ასე თავში ჩარტყმას ვერავინ გაგიბედავს!
ხოლო როცა სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკა აღარ გყავს,
ევროპას ზურგს აქცევ
და ჩინეთისა და რუსეთის იმედად რჩები,
აჰ, სასაცილოც კია ჩინეთს შენი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი აინტერესებდეს,
ამიტომ დაგვჩაგრავს ყველა.
საშიშია მეგობრების გარეშე დარჩენა,
სასიცოცხლოდ საშიშია!
ჩემი დიდი პატივისცემა ქართველ ხალხს,
დღეს ქურმუხის წმინდა გიორგში რომ უნდოდა შესვლა, ლოცვა, გალობა, წირვის აღვლენა და რომ არ შეუშვეს!
ვიცი ერთი ორი ინგილოელი მაინც წაიკითხავს ამ პოსტს
და ვეტყვი,
რომ გამაგრდენ,
იყვნენ მხნედ
და ვამაყობთ იმით,
რომ ამდენი წლის შემდეგაც,
ასე უშიშრად იცავენ საკუთარ რელიგიას,
იდენტობას და ტაძრებს!
ქართველი ხალხი რომ უშიშარია,
დღევანდელ კადრებში ვხედავდი!
მადლობა თქვენ ♡

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…