ონისე ოქრიაშვილი: გესმით?! ხვდებით რისთვის ამზადებენ საფუძველს?
ონისე ოქრიაშვილი: ჩვენს რეალობაში მგონი პირველად ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოებით (არა სატირულით, არამედ ჰიპერ-რეალისტურით) აშავებენ ადამიანს. პოსტს თან ახლავს შავ თავსაფრიანი ქალის ფოტო და თორნიკეს პორტრეტი. არ ვიცი, ვინ არის ეს ქალი, წერილი ნამდვილია, თუ არა, მაგრამ მთავარი სულ სხვაა - სრულიად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ ბარიგობას ყალბი ვიდეოთი!

სტენდაფერ კომიკოსი, ონისე ოქრიაშვილი:
ამ რეჟიმმა დიდი სიხარულის გამოყენება ვერაგულად იცის ხოლმე, სხვა ბინძური საქმეების ჩუმად ''მოსაყომარებლად'' და ემოციის გასახლეჩად, ამიტომ პატიმრების გათავისუფლების პარალელურად არ მინდა გამოგვრჩეს თორნიკე რაზმაძის თავს დატეხილი გაუგონარი, საგანგაშო ამბავი!
ჩვენს რეალობაში მგონი პირველად ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოებით (არა სატირულით, არამედ ჰიპერ-რეალისტურით) აშავებენ ადამიანს.
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ ფეიჯები მოიცვა AI-ით გენერირებულმა ვიდეომ, სადაც თორნიკე რაზმაძე თბილისური კორპუსის სადარბაზოში დებს ნარკოტიკს.
ახლა კი ფეიჯზე ''განულებული ოპოზიცია'' მხვდება ასეთი პოსტი: ,,ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს: ,,თორნიკე რაზმაძის მსგავსმა ბარიგებმა შეიწირეს ჩემი შვილი..."
პოსტს თან ახლავს შავ თავსაფრიანი ქალის ფოტო და თორნიკეს პორტრეტი. არ ვიცი, ვინ არის ეს ქალი, წერილი ნამდვილია, თუ არა, მაგრამ მთავარი სულ სხვაა - სრულიად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ ბარიგობას ყალბი ვიდეოთი!
გესმით?! ხვდებით რისთვის ამზადებენ საფუძველს?
არ მინდა წინასწარი ვარაუდების გამოთქმა, რადგან სიტყვებს აქვთ ხანდახან შავბნელი ძალა. იმედს ვიტოვებ, ვერ აღასრულებენ ამ ოპერაციას და მოუწევთ უკან დახევა, როგორც არაერთხელ დაუხევიათ!
მაგრამ, ამ ერთ ბეწო ქვეყანაში, როდემდე დავიტევთ ამდენ ბოროტებას? საერთოდ არ ფიქრობთ ხვალინდელ დღეზე, ხალხო?
პროპაგანდისტული არხების ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, სოც. მედია მენეჯერებმა და ამ ბოროტებაში ჩართულმა ყველა პირმა უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ბიძინა ვერ დაგიცავთ. და ჰო, ყველას ნამდვილად არ მოგეკითხებათ, სამწუხაროდ, მაგრამ, ზოგიერთ თქვენგანს აუცილებლად მოგიწევთ სამართლიან სასამართლოში კითხვებზე პასუხის გაცემა და ციხის შიგნიდან მონახულება.
რომელს გაგითენდებათ ადრე თუ გვიან ეგ მძიმე დღეები, მაგაზე ძილის წინ იფიქრეთ ხოლმე.
მხარდაჭერა და სოლიდარობა Tornike Razmadze-ს! ადამიანს ვისი გაჟღერებული სიმართლეც ბევრი ადამიანის ტვინში და გულში აღწევს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…