ლევან ჯობავა: უდანაშაულო პატიმრებით სავსე ციხეებს ტოვებენ ჩვენი მეგობრები და უცნობები!
ლევან ჯობავა: ამდენი უდანაშაულო პატიმარი მხოლოდ იმიტომ გვყავს, რომ ჩვენს ირგვლივ ჩვენმა ნაცნობებმა, ნათესავებმა, კოლეგებმა, კონკრეტული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ პროკურორების და მოსამართლეების როლი მოირგეს და სისტემას ზურგი გაუმაგრეს! პროპაგანდის მესიჯებით გააშავეს ხალხი და უსამართლობაზე თვალი დახუჭეს!

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი/პრეზიდენტი ლევან ჯობავა:
პატიმრობის შემდეგ ოჯახის წევრებთან ჩახუტებას ვულოცავ რეჟიმის ტყვეებს
თავისუფლდებიან.
გულწრფელი ღიმილით და სიხარულით ეგებება ხალხი, ეხუტებიან ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გულშემატკივრებს
უდანაშაულო პატიმრებით სავსე ციხეებს ტოვებენ ჩვენი მეგობრები და უცნობები!
უამრავი უდანაშაულო პატიმარი რჩება ციხეში, უამრავი ოჯახია გახლეჩილი უსამართლო განაჩენის გამო.
ამდენი უდანაშაულო პატიმარი მხოლოდ იმიტომ გვყავს, რომ ჩვენს ირგვლივ ჩვენმა ნაცნობებმა, ნათესავებმა, კოლეგებმა, კონკრეტული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ პროკურორების და მოსამართლეების როლი მოირგეს და სისტემას ზურგი გაუმაგრეს! პროპაგანდის მესიჯებით გააშავეს ხალხი და უსამართლობაზე თვალი დახუჭეს!
რეჟიმი ჩამოიშლება და პროპაგანდონები მწარედ აგებენ პასუხს !
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…