ნინო ნაცვალაძე: დუმს ხალხი, დუმს ეკლესია, დუმს სამართალი... ამიტომ უკეთესობის მაგივრად მხოლოდ აკრძალვები გვესმის! იკრძალება მიტინგი, იკრძალება სიმართლის თქმა, იკრძალება ტროტუარზე დგომა, იკრძალება ოპოზიცია... იკრძალება!
ნინო ნაცვალაძე: დუმს ხალხი, დუმს ეკლესია, დუმს სამართალი... ამიტომ უკეთესობის მაგივრად მხოლოდ აკრძალვები გვესმის! იკრძალება მიტინგი, იკრძალება სიმართლის თქმა, იკრძალება ტროტუარზე დგომა, იკრძალება ოპოზიცია... იკრძალება!...იკრძალება!... და ამ უამრავ აკრძალვას კიდევ ერთი აკრძალვაც ემატება... არსებული დემოგრაფიული პრობლემის და ქვეყნის მოსახლეობისაგან დაცლის პირობებში საქართველოში იკრძალება სუროგაცია!

შტუტგარტის კლინიკის ანესთეზიოლოგი, ნინო ნაცვალაძე:
ტკივილებით სავსე ქვეყანა გვაქვს. ჩვენთან სიკვდილი, ნგრევა, მკვლელობა, უბედურება ყოველდღიური ამბავია, რასაც ისე შევეჩვიეთ, რომ აღარც გვაკვირვებს, არც მაინცდამაინც გვაწუხებს, რადგან ეს ტკივილი სხვისია და "აქლემს ჩვენს კარებთან ჯერ არ დაუჩოქია"!..
ქვეყანა, სადაც ყველაფერი საშიშია... წვიმა, თოვლი, დენი, წყალი, ლიფტი, პარკი და შადრევანიც, საკვები და სათამაშოც, ექიმის დანიშნულება და წამალიც კი... ის ყველაფერი, რაც თითქოს ადამიანის სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს... რამდენი ერთი ჩამოვთვალო...მაგრამ წლებია არაფერი იცვლება... რადგან დუმს ხალხი, დუმს ეკლესია, დუმს სამართალი... ამიტომ უკეთესობის მაგივრად მხოლოდ აკრძალვები გვესმის! იკრძალება მიტინგი, იკრძალება სიმართლის თქმა, იკრძალება ტროტუარზე დგომა, იკრძალება ოპოზიცია... იკრძალება!...იკრძალება!... და ამ უამრავ აკრძალვას კიდევ ერთი აკრძალვაც ემატება... არსებული დემოგრაფიული პრობლემის და ქვეყნის მოსახლეობისაგან დაცლის პირობებში საქართველოში იკრძალება სუროგაცია! ნაცვლად იმისა, რომ რეგულაციას, კანონს და პატიოსან საქმიანობას ეფუძნებოდეს მედიცინის ეს საოცარი მიღწევა, კრძალავენ და ასამარებენ ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც უამრავი სიკეთე მოაქვს ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. სუროგაცია თანამედროვე მედიცინის მიღწევაა და ნაცვლად იმისა, რომ მას შავი ლაქები, კომერცია და უზნეობა ჩამოვაცილოთ, კანონითა და სამართლით დავიცვათ, მის სწორ განვითარებაზე ვიზრუნოთ, იოლი გამოსავალი მოიძებნა -აკრძალვა!
21-ე საუკენეა და აკრძალვით შორს ვერ წავალთ და ეს აკრძალვა არასწორია!.. და თუ ვინმე მკითხავს , რატომ მუშაობს ეს აკრძალვა ჯერ-ჯერობით გერმანიაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, თამამად შემიძლია ვუპასუხო: მივბაძოთ მას და იმ დონეზე ავიყვანოთ უშვილოთა მკურნალობა და მხარდაჭერა, როგორც აქაა და მერე ვიფიქროთ აკრძალვაზე!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…