რომა მახარაძე: "სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში" - ეს სიტყვები რომ თქვა, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ეგ წყვდიადი ხანმოკლე იქნებოდა
რომა მახარაძე: თელაველი მუსიკოსის, მათე დევიძის დაკავებიდან ორი წელი გავიდა - ის 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

თელაველი მუსიკოსის, მათე დევიძის დაკავებიდან ორი წელი გავიდა - ის 2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
დევიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. უწყების ვერსიით, მან აქციის მიმდინარეობისას სამ პოლიციელს ხის ჯოხით დაზიანებები მიაყენა.
მათე დევიძე კი აცხადებდა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია და ვინმესთვის დარტყმის განზრახვა არ ჰქონია.
პოლიციელების თქმით, ჯოხი ერთს მხრისა და ბეჭის არეში მოხვდა, მეორეს ზურგში, მესამეს კი ხელზე, რის შემდეგაც ხელი შეუწითლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დევიძის ადვოკატები ბრალს არ ეთანხმებოდნენ და მის გამართლებას ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
დევიძე თელავიდან თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა. მისი დაკავების შემდეგ თელავსა და თბილისში არაერთი მხარდამჭერი აქცია და სოლიდარობის მსვლელობა გაიმართა.
“სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში - ეს სიტყვები რომ თქვა, ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ეგ წყვდიადი ხანმოკლე იქნებოდა.
2 წელი გავიდა,
ორი წელი,
4 წელზე მეტი აქვს მისჯილი პატარა ბიჭს გაწევ-გამოწევაში ჯოხის მოქნევის გამო.
არც დახმარება უთხოვია, არც დაუწუწუნია, არც გათავისუფლება მოუთხოვია.
არ ვიცი რა შეიძლება ვქნათ, მაგრამ საშინელი შეგრძნებაა უსუსურ ადამიანად ყოფნა.
მათე დევიძეს და მის პრინციპულობას გაუმარჯოს”, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, რომა მახარაძე.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…