პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის კრასნოდარის მხარეში შეტევა იყო სავარაუდოდ, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონებით დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა და ხანძარი გაჩნდა ორ საწარმოში, რომლებიც, მედიის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.

რუსეთის კრასნოდარის მხარეში შეტევა იყო სავარაუდოდ, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
რადიო თავისუფლება

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სევერსკის რაიონში ოთხი ადამიანი დაშავდა და ხანძრები გაჩნდა ორ საწარმოში. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ამ ცნობაში კონკრეტული საწარმოები მითითებული არ არის.

მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა, Supernova+ და Exilenova+ თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციისა და კადრების საფუძველზე დაწერეს, რომ შეტევა იყო აფიპსკის და ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ანალოგიური ინფორმაცია აქვს დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა ASTRA-საც.

უკრაინას შეტევის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აფიპსკის და ილსკის ქარხნები რუსეთის სამხრეთში მოქმედი ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებია.

ამ ქარხნებს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ტერმინალებია.

15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საერთო ჯამში გააჩერეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55%-ზე მეტი.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის უკრაინის სამართლიანი პასუხი იმაზე, რომ რუსეთი დეესკალაციაზე უარს ამბობს და უკრაინის ენერგეტიკაზე დარტყმებს აგრძელებს.

რუსეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინის დარტყმებით მიყენებული ზიანის მოცულობის შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციები გასცაწაიკითხე

უახლესი ამბები