სერგეი ლავროვი: იქიდანაც გვაძევებენ
სერგეი ლავროვი: ამერიკელებმა ამაყად განაცხადეს, რომ ვენესუელის ნავთობს ახლა ისინი აკონტროლებენ და არა ჩინეთი და რუსეთი. არადა, ჩვენ იქ არაფერს ვაკონტროლებდით – არც ჩინელები აკონტროლებდნენ რაიმეს – თუმცა, პარტნიორები ვიყავით.

"ამერიკელებმა ამაყად განაცხადეს, რომ ვენესუელის ნავთობს ახლა ისინი აკონტროლებენ და არა ჩინეთი და რუსეთი. არადა, ჩვენ იქ არაფერს ვაკონტროლებდით – არც ჩინელები აკონტროლებდნენ რაიმეს – თუმცა, პარტნიორები ვიყავით.
იქიდან გვყრიან, ყველა ენერგეტიკული ბაზრიდან გვდევნიან. დამტკიცებულია მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინირების დოქტრინა, რომელიც ახლა პრაქტიკაში ხორციელდება.
სერბეთის ნავთობკომპანია NIS, რომლის მთავარი აქციონერიც "გაზპრომ ნეფტია", რესტრუქტურიზაციას გადის. იქიდანაც გვაძევებენ," – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…