სერგეი ლავროვი - აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობებში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს არცაა მოსალოდნელი, თუმცა მისი თქმით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის მზად არის.

აშშ-სთან ურთიერთობაში ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის მზად არის.
მისი თქმით, რუსეთი „ყოველთვის ესაუბრება მათ, ვისაც ეს სერიოზულად სურს“.
„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“, - განაცხადა ლავროვმა.
ციტატები სტატიიდან
„ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები სრულიად საპირისპიროა. სწორედ ასე აწარმოებს ჩვენთან საქმეს აშშ, მაგრამ ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი ხელშესახები ცვლილება არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…