ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სერგეი ლავროვი - ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. მან ასევე უპასუხა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას პოლონეთში Patriot-ის რაკეტების შესაძლო წარმოების შესახებ.

სერგეი ლავროვი - ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს
სერგეი ლავროვი - ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებსინტერპრესნიუსი

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგეი ლავროვმა BBC-ის ჟურნალისტის სტივ როზენბერგის შეკითხვას უპასუხა, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ.

„თქვენ გულისხმობთ იმას, როდესაც ჩვენ დრონებსა და რაკეტებს ვანადგურებთ, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან, ხოლო ისინი შემდეგ ჩვენი მიმართულებით ისვრიან? ამას გულისხმობთ არა? თუ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენს იარაღს გვესვრიან, ხოლო ჩვენ ამ იარაღს ვანადგურებთ, მაშინ ამას ის დაარქვით, რაც გნებავთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ომია, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, არანაირ ეჭვს არ იწვევს“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე, ლავროვმა კომენტარი გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მის ტერიტორიაზე Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის მზად არის, თუ უკრაინა ლიცენზიას მიიღებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხედრო დოქტრინა გვაქვს, რომელსაც პრეზიდენტი არაერთხელ ციტირებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით შეისწავლოთ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი“, - აღნიშნა ლავროვმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ გულისხმობთ იმას, როდესაც ჩვენ დრონებსა და რაკეტებს ვანადგურებთ, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან, ხოლო ისინი შემდეგ ჩვენი მიმართულებით ისვრიან? ამას გულისხმობთ არა? თუ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენს იარაღს გვესვრიან, ხოლო ჩვენ ამ იარაღს ვანადგურებთ, მაშინ ამას ის დაარქვით, რაც გნებავთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ომია, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, არანაირ ეჭვს არ იწვევს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხედრო დოქტრინა გვაქვს, რომელსაც პრეზიდენტი არაერთხელ ციტირებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით შეისწავლოთ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.