გიორგი ბუტიკაშვილი: სუპი მაქვს სუპს შევჭამაც გაძვირდა
გიორგი ბუტიკაშვილი: რომელი სტაბილურობა? 2024 წლიდან ქვეყანაში უწყვეტი პოლიტიკური კრიზისია, მიტაცებული არჩევნების და გაუქმებული ევროინეგრაციის გამო

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი:
კობახიძე: "სტაბილურობა შევინარჩუნეთ"
საქართველო: რომელი სტაბილურობა? 2024 წლიდან ქვეყანაში უწყვეტი პოლიტიკური კრიზისია, მიტაცებული არჩევნების და გაუქმებული ევროინეგრაციის გამო:
■ სტაბილურობაა, როცა მოქალაქეებს აქციებზე სცემენ და ჟურნალისტებზე ძალადობენ?
■ სტაბილურობაა, როცა სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვენ?
■ სტაბილურობაა, როცა ევროკომისია სახელმწიფოს მიტაცებასა და დემოკრატიის სისტემურ უკუსვლაზე საუბრობს?
ბიძინას სკამის შენარჩუნება და ქვეყნის სტაბილურობა ერთი და იგივე არ არის.
კობახიძე: "მშვიდობა შევინარჩუნეთ"
საქართველო: ომის არქონა მშვიდობის სრულფასოვან გარანტიას არ ნიშნავს. რუსეთის ჯარი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ბორდერიზაციის პროცესი კვლავაც გრძელდება, რას მიაღწია რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ?
■ რა შეიცვალა უსაფრთხოებაში? შემცირდა რუსეთის სამხედრო საფრთხე? დასრულდა ოკუპაცია?
■ რა ახალი უსაფრთხოების გარანტიები მივიღეთ? რომელი საერთაშორისო პარტნიორობა გაძლიერდა? რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს გაანეიტრალებს?
მშვიდობა მხოლოდ ომის არქონა არ არის. მშვიდობაა, როცა ქვეყანა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ.
კობახიძე: "ეკონომიკური ზრდა გვაქვს"
საქართველო: დიახ, ეკონომიკა იზრდება. მაგრამ რამდენად გაიზარდა მოქალაქის მსყიდველობითი უნარი? მაცივარში რა დევს და რა ფასად?
■ 2025 წელს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახის შემოსავალი 7.5%-ით გაიზარდა.
■ 2026 წლის ოქტომბერში ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ფასების ზრდა მოქალაქეების მსყიდველობით უნარს ამცირებს.
■ ტრანსპორტი 21.9%-ით, საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება 10.1%-ით გაძვირდა წლიურ ჭრილში.
ეკონომიკური ზრდა შედეგია, მაგრამ მისი რეალური ღირებულება იმითაც იზომება, რამდენად უმჯობესდება მოქალაქეების ცხოვრება. - ვის გაუუმჯობესდა ცხოვრება? ქოცების კრიმინალური ბანდის გარდა?
სტაბილურობა: "ქვეყნის სტაბილურობა ქოცების უცვლელობა არ არის."
მშვიდობა: "ომი რომ არ გვაქვს, კარგია. მაგრამ რამდენად უფრო უსაფრთხო გახდა საქართველო?"
ეკონომიკა: "ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოქალაქისთვის მთავარი ისაა, რამდენის ყიდვა შეუძლია საკუთარი შემოსავლით." - სუპი მაქვს სუპს შევჭამაც გაძვირდა.

მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…