გოგა ხაინდრავა: მე რომ ყველა დღესასწაულზე ვხედავ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს?... შალვა პაპუაშვილზე რომ აცხადებ უღმერთო და ურწმუნო და არაეკლესიურია, იცნობ შალვა პაპუაშვილს?
მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და მათ ურწმუნო და არაეკლესიური უწოდა. მეუფე იობმა ე.წ. „სუსის კრებსებიც“ გაიხსენა და თქვა, რომ უკანონო მოსმენების გავრცელება ივანიშვილის მიერ პატრიარქ ილია მეორეზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მეუფეს პოზიციაა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროც ამოწურა.

"მეუფე იობის ქადაგება იყო პოლიტიკური განცხადება, ეს არ იყო ქადაგება. ყველაზე საინტერესო ჩემთვის რა არის იცი? - ერთი და იგივე დღეს, სამ სხვადასხვა ეპარქიაში, სამმა სხვადასხვა მღვდელმთავარმა, რომლებსაც ალბათ ყოველწამიერი ურთიერთობა ერთმანეთში არ აქვთ, გააკეთეს ერთი და იგივე პოლიტიკური განცხადება. ე.ი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, ეს იყო, ასე ვთქვათ, სადღაც დაწერილი. სხვანაირად, როგორ შეიძლება, რომ სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავარმა, ერთი და იგივე დღეს, ერთი და იგივე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთოს?!
ეს რომ მარტო ქადაგება ყოფილიყო მე ჩემ თავს უფლებას არ მივცემდი მაგ თემაზე ლაპარაკის, მაგრამ შენ რომ პოლიტიკურ მოთხოვნებს და განცხადებას აკეთებ, გინდა მღვდელმთავარი იყო, ვინც გინდა იყო, მე როგორც საზოგადოების წევრს, მაქვს უფლება, რომ კითხვები დაგისვა და გკითხო, რომ კი მაგრამ, შენ რომ იძახი ეს უღმერთო, ურწმუნო და არაეკლესიური ხელისუფლებაა და მე რომ ყველა დღესასწაულზე ვხედავ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს?... შალვა პაპუაშვილზე რომ აცხადებ უღმერთო და ურწმუნო და არაეკლესიურია, იცნობ შალვა პაპუაშვილს? - მე ვიცნობ და ვიცი, რომ ღმერთმოსავი კაცია და ქრისტიანი კაცია და მთელი ოჯახი. ამას რა ქვია იცი ? - ცილისწამება" | ამბობს ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა მეუფე იობის ქადაგებაზე საუბრისას "რადიო ჯორჯიან თამსის" ეთერში
მიტროპოლიტმა იობმა ამბიონიდან „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა და მათ ურწმუნო და არაეკლესიური უწოდა. მეუფე იობმა ე.წ. „სუსის კრებსებიც“ გაიხსენა და თქვა, რომ უკანონო მოსმენების გავრცელება ივანიშვილის მიერ პატრიარქ ილია მეორეზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მეუფეს პოზიციაა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნის დროც ამოწურა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…