თამარ ჩხეიძე: მომხდარი კი რასაკვირველია, სისხლის სამართლის დანაშაულია და მოითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
თამარ ჩხეიძე: ის, რაც თბილისში ყველაზე დაუცველ, უმწეო და ადამიანზე დამოკიდებულ არსებების მიმართ დატრიალდა, უბრალოდ ამაზრზენი დანაშაული არ არის. ეს ისეთი რეალობაა, რომ თუ ადამიანი მართლა ადამიანია, გრძნობს და აზროვნებს, მისთვის ამ რეალობაში ცხოვრებაც კი უდიდესი ტანჯვაა.

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ის, რაც თბილისში ყველაზე დაუცველ, უმწეო და ადამიანზე დამოკიდებულ არსებების მიმართ დატრიალდა, უბრალოდ ამაზრზენი დანაშაული არ არის. ეს ისეთი რეალობაა, რომ თუ ადამიანი მართლა ადამიანია, გრძნობს და აზროვნებს, მისთვის ამ რეალობაში ცხოვრებაც კი უდიდესი ტანჯვაა.
მოსახლეობის ნაწილის ტიპიური რეაქციაა, -"რა დროს ძაღლია, როდესაც..." მათ არ ესმით ელემენტარული "ჭეშმარიტება ,,რომ სისასტიკეც და ადამიანობაც ყველასთვის ერთიანია და სასტიკ საზოგადოებაში ცხოვრება იწვევს მერე ყველა უბედურებას, სიკეთე კი ოპტიმალურად (იდეალური არ არსებობს) ამკვიდრებს საუკეთესო სახელმწიფოს ასევე ყველასთვის.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძაღლების სრულიად კანონსაწინააღმდეგო ხოცვა_ ჟლეტა!
საქართველო სისასტიკის გარეშე!
პ.ს. მომხდარი კი რასაკვირველია, სისხლის სამართლის დანაშაულია და მოითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…