პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომეხ კოლეგას შეხვდა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი სომხეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ედვარდ ასრიანსა და თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომეხ კოლეგას შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ედვარდ ასრიანმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში, სამხედრო ორკესტრისა და საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა.

გენერლებსა და დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას სომხეთის რეპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი დაესწრო. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლებებში ქართველი და სომეხი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობას. საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები