ლაშა ბუღაძე: ივანიშვილმა მიაღწია მიზანს: საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩება
ცნობისათვის,საქართველოს უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა და, პირიქით, უკან დაიწია. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

მწერალი ლაშა ბუღაძე:
ივანიშვილმა მიაღწია მიზანს: საქართველო ევროკავშირის მიღმა დარჩება. ქართველები ისე ვმსჯელობთ და ვხარობთ ამერიკაზე, გეგონება ამერიკელებივით მთელ ნაციას გვეშენებინა და მერე დაგვეცვა დემოკრატია… ვიყავით და ვართ “რუსეთის სამხრეთი” (სტალინის სიტყვებით). რაო, რამდენი შტატი გალურჯდაო? როგორი კომიკურები ვართ…
ცნობისათვის,საქართველოს უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა და, პირიქით, უკან დაიწია. ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლების ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს. ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი და სწორედ აღნიშნული ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…