დღის ფოტო - გადასასვლელი ხიდი
სადგურის მოედანზე საფეხმავლო გადასასვლელ ხიდზე არსებულ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდზე ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ეს საფეხმავლო ხიდი სადგურის მოედანსა და ცოტნე დადიანის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთს. ხიდის შიდა სივრცეში მოქალაქეები ძირითადად მეორადი ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის (16:10 საათი) ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე გადასასვლელი ხიდი დაიწვა (ვიდეო)
სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…