საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, თუმცა გავრცელების საფრთხე უკვე მოხსნილია.

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მეხანძრე-მაშველების მიერ არის მოხსნილი. ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…