თეოდორე კრეჩეტოვი: რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა

რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ქართული დელეგაცია ჩავა, ამის შესახებ რუსეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე კრეჩეტოვმა მამუკა ფიფიასთან და ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. კრეჩეტოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება ქართულ დელეგაციაში.
ამის შესახებ მან, 28 ოქტომბერს, ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეა.
რუსეთის პატრიარქ კირილეს 20 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდება.
„ორი ეკლესიის ურთიერთობა ყოველთვის ძმური იყო, ის ყველაზე რთულ მომენტებშიც ნარჩუნდებოდა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი როლი გარდაცვლილმა უწმინდესმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ითამაშა. ახლა, როდესაც უწმინდესი უკვე მიიცვალა უფლის წინაშე, ურთიერთობები მაინც გრძელდება. ახლა უწმინდესი პატრიარქის, კირილის იუბილე იქნება და მასზე ქართული დელეგაცია იქნება“, – განაცხადა მან.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…