ქეთი ქურდოვანიძე: ისინი ვერ ეგუებიან სამყაროს, რომელშიც არსებობს მიშა, ელენე, მზია, ვახო, ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ანუ ვიღაც, ვისი ნიჭიც მათი ცხოვრების წესს და თვითშეფასებას აზრს უკარგავს
ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე: რად უნდათ, რომ პარტიებს აუქმებენ , ისედაც ხომ ყველაფერი უზურპირებული აქვთ? რად უნდათ, რომ ციხეები გაავსეს პოლიტპატიმრებით, ისედაც ხომ არაფრად მიაჩნიათ არავის აზრი?

ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:
რად უნდათ, რომ პარტიებს აუქმებენ , ისედაც ხომ ყველაფერი უზურპირებული აქვთ?
რად უნდათ, რომ ციხეები გაავსეს პოლიტპატიმრებით, ისედაც ხომ არაფრად მიაჩნიათ არავის აზრი?
დღეს გავრცელებუმა ელენეს კადრებმა კიდევ ერთხელ გასცა ამ კითხვებს მკაფიო პასუხი. ამათ ჩვენი დაშინება კი არ აქვთ მიზნად, არამედ ჩვენი დახოცვა. ამას რომ ვამბობდით 5 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გასაპროტესტებლად, აგერ ამოდენა პრორექტორი ქალი და მისი მეგობარი-ექსცენტრული პოლიტიკოსი, გაიძახდნენ -თუ ცუდადაა, რატომ არ კვდებაო.
(ეს მცირე გადახვევა).
ახლა შემდეგი კითხვა - რატომ სურთ ჩვენი განადგურება, განა რაში ვუშლით ხელს, რას ვართმევთ და რით ვაწუხებთ? იმით რომ ისინი ვერ ეგუებიან სამყაროს, რომელშიც არსებობს მიშა, ელენე, მზია, ვახო, ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ანუ ვიღაც, ვისი ნიჭიც მათი ცხოვრების წესს და თვითშეფასებას აზრს უკარგავს. ამ ადამიანების არსებობა მათთვის საკუთარი არასრულფასოვნების მუდმივი შეხსენებაა. ამიტომ მათი დატყვევება და უფლებების აყრა საკმარისი არ არის. ისინი უნდა განადგურდნენ, რათა გადარჩეს რუსულ-კრიმინალური კულტურა.
ცნობისათვის, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…