რასა იუკნევიჩიანე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს. „აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“ , - თქვა პოლიტიკოსმა კლინიკაში შეყვანამდე.

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა" - წერს რასა იუკნევიჩიანე პლატფორმა X-ზე.
ცნობისათვის, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.
„აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ!“ , - თქვა პოლიტიკოსმა კლინიკაში შეყვანამდე.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…