ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა | ამის შესახებ მან საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. სერბეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათის წინ დაიხურა და არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
სერბეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა | ამის შესახებ მან საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა
„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სია“ იმარჯვებს!“ | თქვა მან
სერბეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათის წინ დაიხურა და არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ცნობილია, რომ სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბოლო წლების განმავლობაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - 19:00 საათისთვის აქტივობა 67.8% იყო. არჩევნებში სულ 6.45 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული
ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა. სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიასერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი ვუჩიჩი და სტუდენტური სია
19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა, ვუჩიჩმა აღიარა დამარცხება
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…