ლევან ღამბაშიძე: იმ პარტიების აკრძალვით, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, თავისუფლებას მხოლოდ იმ ხალხს კი არ ართმევენ, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, არამედ თქვენც, ვინც...
ცუდი არჩევანის გაქრობით, ვაქრობთ კარგ არჩევანსაც და შესაბამისად ვკლავთ თავისუფლებას, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ცუდ არჩევანს აკეთებდა, არამედ მათთვისაც, ვინც კარგ არჩევანს აკეთებდა. ეს არის ბერდიაევის უნაკლო ლოგიკა, რომელიც თავის მხრივ დოსტოევსკის ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანობას ეყრდნობა.
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ყველაფერი მარტივადაა:
1) თავისუფლება კარგია, არათავისუფლება ცუდია.
2) თავისუფლება კარგი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მისი წყალობით კარგი არჩევანის გაკეთება შეგვიძლია.
3) კარგი არჩევანის გაკეთება იმიტომ შეგვიძლია, რომ ცუდი არჩევანიც არსებობს.
4) არ არსებობს ცუდი არჩევანი, არ არსებობს კარგი არჩევანიც.
5) კარგი რამ, რომელიც არჩევანს არ ეფუძნება, ეფუძნება იძულებას და შესაბამისად აღარ არის კარგი.
6) არ არსებობს თავისუფლება, არ არსებობს არაფერი კარგი და ყველაფერი იძულებაა.
7) ცუდი არჩევანის გაქრობით, ვაქრობთ კარგ არჩევანსაც და შესაბამისად ვკლავთ თავისუფლებას, არა მხოლოდ მათთვის, ვინც ცუდ არჩევანს აკეთებდა, არამედ მათთვისაც, ვინც კარგ არჩევანს აკეთებდა.
ეს არის ბერდიაევის უნაკლო ლოგიკა, რომელიც თავის მხრივ დოსტოევსკის ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ ქრისტიანობას ეყრდნობა.
ხოდა - იმ პარტიების აკრძალვით, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, თავისუფლებას მხოლოდ იმ ხალხს კი არ ართმევენ, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, არამედ თქვენც, ვინც ივანიშვილის რეჟიმს უჭერთ მხარს. "არჩევნებზე" რომ მიხვალთ, ვინმეს იმიტომ კი არ მისცემთ ხმას რომ მოგწონთ, არამედ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ იქნება, ანუ იძულებულები იქნებით. ხოლო იმას, ვინც იძულებულია რამე სხვის ნებაზე აკეთოს, მონა ეწოდება.
ყველანი ერთპარტიულ დიქტატურაში ვიცხოვრებთ, ჩვენც და თქვენც.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…