პაატა შამუგია: თუ იქამდე სადმე არ მიგვახვრიტეს
21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
"უკვე ოფიციალურად დიქტატურა ვართ. აქამდე თითქოს პატარა ატრიბუტები აკლდა და ახლა უკვე სრული სერვისი გვაქვს.
ნაკლებად საინტერესო დროში მინდოდა ცხოვრება, მაგრამ როგორც ჩანს, შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ბევრი ამბავი დაგვიგროვდება.
თუ იქამდე სადმე არ მიგვახვრიტეს
" - წერს პოეტი პაატა შამუგია და საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვას ეხმაურება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.