ქეთი მოლაშვილი: ადგნენ და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსებთან ურთიერთობის დალაგების სამინისტროდ გადააქციეს და ეს ამბავი იცით როდის გამოაცხადეს? პარტიების აკრძალვის დღეს
სულ რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად. გიორგი ზურაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეც იქნებაო და თან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ჩემი წარმომადგენელიცო.
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
სულ რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე,
გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად.
გიორგი ზურაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეც იქნებაო და თან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ჩემი წარმომადგენელიცო.
ამაზე კარგად ვერაფერი ასახავს ქ.ოცნების დღევანდელ კურსს, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ ქ.ოცნების 95%-იანი მისია, ამჟამად არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ისე, რომ აღარავინ ახსენოს ოკუპაცია, აგვისტოს ომი, ანწუხელიძე, მარო მაყაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, არამედ მხოლოდ: "ეკონომიკურად მათზე ვართ ჩამოკიდებული და გვჭირდება რუსეთი ბიძი".
ჯერ სრულიად გაუგებარი მიზეზით,
ოკუპანტზე ჩამოკიდებული გაგვხადეს;
მერე ომი რუსეთმა დაიწყოო და საპარლამენტო კომისია შექმნეს, გინდა თუ არა საქართველომ დაიწყოო კაცო;
ბოლოს ადგნენ და საგარეო საქმეთა სამინისტრო,
რუსებთან ურთიერთობის დალაგების სამინისტროდ გადააქციეს და ეს ამბავი იცით როდის გამოაცხადეს?
პარტიების აკრძალვის დღეს
ანუ თავად ქ.ოცნების მხარდამჭერებისთვისაც წარმოუდგენელი ამბავი ჰოა პარტიების აკრძალვა და უცებ არსაიდან, მთელი ქვეყანა პარტიების აკრძალვაზე რომ საუბრობს, ბრიფინგი ჩანიშნა კობახიძემ და ვითომაც არაფერიაო, გვამცნო, მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთთან დიალოგის აღდგენაზე გადავაო.
თან იქამდე გაგვაფრთხილეს, რუსეთზე ცუდი არ თქვათ თორე მაგას რუსოფობიად ჩაგითვლით და დაგიჭერთო.
ამას მიუძღვნეს სატელევიზიო ეთერები,
გადაცემები, ლაივები, ყველგან ირბინეს
და ბოლოს რომ უნდა ეთქვათ, რუსეთთან დიალოგის აღდგენას ვიწყებთო,
შეეშინდათ როგორ ვქნათ რომ ხალხი არ გამოვიდესო და მოიფიქრეს:
მოდი პარტიები ავკრძალოთ და აკრძალვის დღეს შევაპაროთ ქართველ ხალხსო.
ჰოდა ძვირფასო ქართველო ხალხო,
შეგქხსენებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სულ 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და ქართველმა ხალხმა მისცა ხმა რომ მათი წარმდგენი ყოფილიყო პარლამენტში, ახლა ეს მეხუთე პარტია, რომელმაც არჩევნები გააყალბა, მოისყიდა ამომრჩეველი მაგრამ თუ ამას ეტყვი, იქით დაგიჭერს, ჰო აი ეს პარტია, კრძალავს დანარჩენ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიებს, რომელთაც ჯამში 37.79% აიღეს არჩევნებზე, ანუ 784 820-მა ქართველმა ხმა მისცა ამ პარტიებს და ახლა კობახიძე დაყენებული ტონით იძახის, სულ ფეხებზე გვკიდია ამ ხალხს რა უნდა, უნდა ავკრძალოთ კაცო, სხვა პარტიებიც ჰოა, რომლებიც ხალხს ელაპარაკება, ეგენი უნდა დავტოვოთო. იცით რამდენი პროცენტი აიღეს იმ "სხვა პარტიებმა" ჯამში?
8.28% და ამათზე იძახის კობახიძე, ჰო გყვავს კაცო ოპოზიციაო..
პარტიების აკრძალვა დაიწყეს და ამავე დღეს, რუსეთთან დიალოგის აღდგენა დააანონსეს, ხვდებით ჰო რატომაა საჭირო პარტიები, თან ნაცები არიან და იმიტომ ვკრძალავთო გახარიაზე ამბობენ, საკუთარ პრემიერ-მინისტრზე ამბობენ..
ამბობენ ირაკლი კუპრაძეზე, რომელსაც ერთად ვეჩხუბოთ ბოიკოტის რეჟიმში, არჩევნებზე რატომ.გავიდნენ, მაგრამ ნაცი ხარო, ვერაფრით ეტყვი, რადგან 2012 წელს, ქოცების მხარდამხარ იბრძოდა ნაცები რომ წასულიყვნენ. ისე კი, სად იყო მაშინ ეს ვიღაც წვერიანი, ახლადგამოჩეკილი გორდულაძე, ახლა პარტიებს რომ კრძალავს, ჰო, სად იყო 2012 წელს ჩვენ რომ ნაცებს ვებრძოდით?!
ძვირფასო ქართულო ოცნებავ და ბიძინა ივანიშვილო,
თქვენ შეიძლება პარტიები აკრძალოთ,
მაგრამ ვერასოდეს აკრძალავთ ქართველი ხალხის ხმას!
თქვენ შეიძლება რუსეთს დაულაგდეთ,
მაგრამ ქართველი ხალხი,
ვერასოდეს შეიყვარებს ოკუპანტს,
რომელმაც აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყო!
ბავშვები გააუპატიურა, დედები დაგვიხოცა, ჯარისკაცებს თავები მოაჭრა და ფეხბურთი ითამაშა!
კანი ააძრო, მარილი მოაყარა და იყიდება ქართველის ხორციო დააწერა!
ვერასოდეს შეაყვარებთ ქართველებს იმ რუსეთს, რომელმაც აგვისტოს ომი დაიწყო,
ანწუხელიძე და ტატუნაშვილი მოგვიკლა!
და ბოლოს,
ქართველი რომ გქვია, სუფრაზე განსხვავებულით რომ სვამ სამშობლოს სადღეგრძელოს, რეალობაში კი სირაქლემას პოზა რომ გაქვს და არაფერს ამბობს, რა ჰქვია მაგას?!
აბა როდისღა უნდა გამოადგე სამშობლოს
და შენი სიყვარული როდისღა უნდა დაუმტკიცო თუ არა ახლა,
როცა ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებას ახდენს ქართული ოცნება?!
ქართველი ხალხის მიერ, 37.79%-იან ოპოზიციურ პარტიას კრძალავს და იიი მერე რა, ნაცები არიააან!
ვინ არიან ნაცები?
გიორგი გახარია? თქვენი პრემიერია ნაცი?
თვალებში ნაცარს გაყრიან და თქვენც იყრით...
რა გითხრათ, რით გაგახაროთ..
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.