ირაკლი კიკნაველიძე: ახლა გავიგეთ, რატომ დაიჭირეს ეს ორი, იმ თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაციით, რესტორანში რომ ხაჭაპურს ჭამდნენ და ამ დროს ვიღაც ჭაღარა კაცმა “იძულებული გახადა” ხელი შეებრუნებინათ (ვიდეო)
"ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს სცემეს, თავდამსხმელები კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ დაკავებული ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი არიან. ახლა გავიგეთ, რატომ დაიჭირეს ეს ორი, იმ თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაციით, რესტორანში რომ ხაჭაპურს ჭამდნენ და ამ დროს ვიღაც ჭაღარა კაცმა “იძულებული გახადა” ხელი შეებრუნებინათ. აშკარაა, რომ გარემოება სპეციალურად შეირჩა, რომ მსუბუქი მუხლით, რამდენიმე თვით ჩაესვათ ეს ხალხი ციხეში, ზუსტად იმისთვის რაც მოხდა - ფეიქრიშვილებზე ანგარიშსწორებისთვის. "
„ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს სცემეს, თავდამსხმელები კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ დაკავებული ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი არიან. ახლა გავიგეთ, რატომ დაიჭირეს ეს ორი, იმ თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაციით, რესტორანში რომ ხაჭაპურს ჭამდნენ და ამ დროს ვიღაც ჭაღარა კაცმა “იძულებული გახადა” ხელი შეებრუნებინათ. აშკარაა, რომ გარემოება სპეციალურად შეირჩა, რომ მსუბუქი მუხლით, რამდენიმე თვით ჩაესვათ ეს ხალხი ციხეში, ზუსტად იმისთვის რაც მოხდა - ფეიქრიშვილებზე ანგარიშსწორებისთვის.
ამ ცემამდე ფეიქრიშვილებმა ციხიდან ორი წერილი გამოაგზავნეს ბერა ივანიშვილის მეჯვარესთან, ამირან ჯანელიძესთან, სადაც საქმის "მოგვარებას" სთხოვდნენ. საქმე ეხება ქოლცენტრებიდან და კრიპტო-ვაჭრობიდან ნაშოვნ შავ მილიონებსა და ივანიშვილის კარზე თავმოყრილი "მაყურებლების" გადანაწილებას. ამ ბინძური სქემის ტექნიკური შემსრულებელი, ორგანიზატორი და ლოჯისტიკური პარტნიორი კი საქართველოს სუს-ი, პროკურატურა და ციხის ადმინისტრაციაა, რომლებმაც დაპირისპირებულ ბანაკებს ციხის კედლებში შეხვედრის პირობები შეუქნეს.
თუმცა სუს-ი, პროკურატურა და ციხის ადმინისტრაცია ხომ მხოლოდ მორჩილი ინსტრუმენტებია? და აი აქ მივდივართ მთავარ საკითხამდე: ვინ არის რეჟისორი?! ვინ დგას ამ სცენარის უკან და ვინ არის ამ ქვეყანაში ისეთი ფიგურა, ვისი ერთი სურვილიც საკმარისია, რომ მთელმა სახელმწიფო მანქანამ დაივიწყოს კანონი, კონსტიტუცია, სახელმწიფოებრივი ღირსება და კრიმინალურ კლანებს ასეთი მასშტაბის, ბინძური სპეცოპერაციები დაუგეგმოს?“, — ირაკლი კიკნაველიძის მიმოხილვა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.