ქეთი მოლაშვილი: თუ თქვენც ვერაფერი გაიგეთ რა ხდება ამ ამბავში, ნება მიბოძეთ შევეცადო გარკვევით დავწერო და გითხრათ...
ქეთი მოლაშვილი: თუ თქვენც ვერაფერი გაიგეთ რა ხდება ამ ამბავში, ნება მიბოძეთ შევეცადო გარკვევით დავწერო და გითხრათ რა საერთო აქვთ ძმებ ფეიქრიშვილებს, ვატო ყიფიანსა და ბერას ძმაკაცებს
სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
აჰ,
თუ თქვენც ვერაფერი გაიგეთ რა ხდება ამ ამბავში,
ნება მიბოძეთ შევეცადო გარკვევით დავწერო და გითხრათ რა საერთო აქვთ ძმებ ფეიქრიშვილებს, ვატო ყიფიანსა და ბერას ძმაკაცებს
წარმოიდგინეთ ხალხო:
2021 წელს, ვატო ყიფიანი დაიჭირეს ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის გამო, რომლის ექსტრადირება მოითხოვეს უკრაინიდან.
ჩამოიყვანეს, აეროპორტშივე დააკავეს,
წინასწარი ორთვიანი შეუფარდეს (მერე რა მიუსაჯეს ან როგორ გამოვიდა ციხიდან, არსად იძებნება)
ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის გამო,
რომელიც 2021 წელს, სუსმა აღკვეთა.
ხაზგასმით:
ვატო ყიფიანი დაიჭირეს, როგორც მკვლელობის დამკვეთი _
ეს კარგად დასამახსოვრებელი ამბავია
2026 წელს, რამდენიმე კვირის წინ, არ ვიცი რა ვერ გაიყვეს ფეიქრიშვილებთან,
დაიჭირეს ეს ფეიქრიშვილები, ერთ დღეს ორივე ძმა
ამ ფეიქრიშვილებმა წერილი წერილზე აგზავნეს ბერას მეჯვარე ამიკოსთან, გვიშველეო, დაგვეხმარეო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს..
ბერას მეჯვარეს რომ უგზავნეს წერილები, გთხოვთ დაიმახსოვროთ, გამოგადგებათ ამბავში გასარკვევად, ტიპები ემუდარებოდნენ გვიშველეო
ფეიქრიშვილების დაჭერიდან რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ 'კანონიერად' ციხეში შეეშვათ ვატო ყიფიანი და კაწრო, გაითამაშეს რესტორანში ვითომ ასაკოვანი კაცის ცემის ფაქტები, დააკავეს ორივე და იმავე საკანში შეუშვეს, სადაც ფეიქრიშვილები იყვნენ ♡
ანუ სუსმა 2021 წელს ვინც დაიჭირა ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის გამო,
5 დღის წინ, აი ეგ ტიპი, თავად შეუყვანეს იგივე ფეიქრიშვილებს საკანში
და საბაბად გამოიყენეს ერთი საწყალი ასაკოვანი, 75 წლის კაის ვითომ ცემა რესტორანში,
კაწროსა და ყიფიანის ციხეში შეყვანა რომ 'გაეპრავებინათ'
მერე ჩანაწერიც გაავრცელეს, ჰმ, ნახე ეს ცუდები ესენიო ♡
The best idea from სუსი ♡
კაწროსა და ვატო ყიფიანის დაკავებიდან,
5 დღის შემდეგ, დავით ფეიქრიშვილი,
ნაცემი და სავალალო მდგომარეობაში მყოფი, გადაიყვანეს საავადმყოფოში,
მისი მდგომარეობა მძიმეაო...
საკანში სცემეს..
ჩანაწერი არ გაუვრცელებიათ,
ნეტავ რატომ?
კაწრო, ბერა ივანიშვილის უახლეოსი მეგობარია
და ამიკო, ბერა ივანიშვილის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა ♡
ციხეში, წინა დღეებში, საწოლიდან კაცი რომ გადმოვარდა და რომ მოკვდა გახსოვთ ჰო;
იმის წინა დღეს, საპირფარეშოში პატიმარმა რომ თავი ჩამოიხრჩო ეგეც ჰო;
იმაზე ადრე, ციხის უფროსმა თავი რომ მოიკლა?
აჰ, რეები მახსენდება
გეკითხებით ახლა თქვენ,
ეს ის ქვეყანაა,
რისთვისაც ილია ჭავჭავაძე იბრძოდა?
ქაქუცა ჩოლოყაშვილი იბრძოდა?
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იბრძოდნენ?!
ეს ის ქვეყანაა, რომლის უკეთესი მომავლისთვისაც წლებია რუსთაველზე დგას ქართველი ხალხი?!
არაფორმალური მმართველის შვილის ჩანაწერი რომ გავრცელდა ამ ხალხის მონაწილეობით, ისიც გემახსოვრებათ,
მერე ბერა ამაყად რომ ამბობდა,
დიახაც მე ვარო,
მერე ირაკლი ღარიბაშვილს რომ ელაპარაკებოდა სკოლის მოსწავლეზე,
"ხვალ სკოლაში ჩაჯმ^&ივით მივა ან საერთოდ ვერ მივა არა ირაო?"
და ამაზე რეაგირება
რომ არ გვქონდა,
იმიტომ მივიღეთ რაც მივიღეთ
და ჰო,
ჯერ არასდროს მიმიმართავს ქურდებისთვის
და აგერ, ბარემ ვიზამ:
2024 წელს,
ჰო აგაყუდეს თითო კანონკერი ქურდი და თითო კაი ბიჭი საარჩევნო უბნებთან,
ერთს პირადად მე გადავეყარე ♡
ჰო გამოგიყენეს,
აი გამოგიყენეს რასაც ჰქვია,
ბერას საძმაკაცო ჰო გილაგებთ ობშიაკსაც და სხვა ამბებსაც,
ახლა არჩევნობანას თამაშიც კი აღარ სჭირდებათ
და ჰო მოგადგნენ,
ჯერ სად ხართ..
ფული თქვენზე ეგულებათ და გადაგივლიან,
კლანებად დაჯგუფდებიან
და ვინც არ მოეწონებით, ყველას ასე გაგიმეტებენ,
ვეღარც კაწრო გიშველით და აღარც ამიკო.
ჰო, კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები,
2024 წელს, შეგვეძლო ერთად გადაგვერჩინა საქართველო,
მაგრამ თქვენ ფული და გავლენები არჩიეთ,
მეორე დღეს კი
"იიი აბა ჩელიაბინსკში გაიღვიძეეეეთ?"
ირონიულად გვეკითხებოდით,
ჩელიაბინსკში არა,
90-იანი წლების ქურდული მენტალიტეტის ქვეყანაში გავიღვიძეთ,
სადაც მერწმუნეთ თქვენი შვილებისთვის მომავლიათვისაც არ მოგინდებათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება...
პ.ს. ვისაც ამ ამბავში დეტალურად გარკვევა გსურთ,
რატომაა ეს ორი კლანი ერთმანეთს დაპირისპირებული,
ეგეც გავარკვიე და ქვემოთ დავწერ,
მაგრამ გრძელია და ვისაც დაგეზარებათ წაკითხვა, ჩათვალეთ აქამდე იყო პოსტი ♡
_ _ _
ვისაც კითხვა არ დაგეზარათ,
დავიწყოთ ♡
2010 წელს იწყება ეს ყველაფერი
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა და დავით ფეიქრიშვილმა, ე.წ. "მაზით", 140 000 დოლარი მოუგო ვინმე ბიზნესმენს, ეს უკანასკნელი არ უხდიდა და ამიტომ მიმართა ქურდული სამყაროს ავტორიტეტ - ვატო ყიფიანს
მოკლედ, ვატოს ხალხმა ეს ფული ამოიღო, მაგრამ ამ დროს, ვატოს ხალხი დააკავა პოლიციამ,
ფეიქრიშვილი საპროცესოთი გაათავისუფლეს.
ეტყობა აქ დაიწყო მათი კლანური ბრძოლა,
რომ ყიფიანის აზრით, ფეიქრიშვილი პოლიციას გაურიგდა და ვატოს ხალხი დააჭერინა (მხოლოდ ჩემი ვარაუდია).
2011 წელს, ვატო ყიფიანი დააკავეს მოსკოვში, ძველ ხალხს ემახსოვრება, 1994 წელს, სნაიპერის მიერ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი, ოთარ კვანტრიშვილი, ჰოდა აი ამ ოთარის შვილმა მიმართა პოლიციას, ადამიანი გაიტაცესო და ადამიანი ნამდვილად გაუტაციათ, ფულს სძალავდნენ.. ვატო ყიფიანი დააკავეს.
ახლა სხვა გვარებსაც შემოვიყვან ამბავში: "ჯოხაძეებმა ნათობაძეს ყური მოაჭრეს ერთ-ერთ კაფეშიო", ეს ინფორმაცია გავრცელდა მედიაში.
2016 წელს, ბადუკა ნათობაძემ, სოსო ჯოხაძე, ავტომობილში ჩაცხრილა.
ვატო ყოფიანი, სოსო ჯოხაძეს ახლო გარემოცვიდანაა, ანუ ვინც ჩაცხრილეს ავტომობილში, იმის ახლობელია.
2021 წლის 16 ნოემბერს, კიევში ჩაცხრილეს ჯოხაძეების კიდევ ერთი გარემოცვის წევრი, ირაკლი მალანია. მალანია მიყენებული დაზიანებების შედეგად, 26 ნოემბერს, კლინიკაში გარდაიცვალა, ამ საქმეზე დააკავეს გიორგი არუთინოვი, - რომელსაც მედიაში „ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრად“ მოიხსენიებდნენ.
განმარტება: ვატო ყიფიანის ახლო გარემოცვას კლავს და ცხრილავს ფეიქრიშვიკების გარემოცვის ხალხი..
2021 წელსვე დააკავეს ვატო ყიფიანი,
უკრაინაში დააკავეს ოღონდ და საქართველოს გადმოსცეს,
რადგან საქართველოში საქმე იყო აღძრული მის წინააღმდეგ, კერძოდ კი ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთ დამკვეთად, ვატო ყიფიანს ასახელებდნენ და სწორედ ამიტომ დააკავეს.
კითხვა: ვატო ყიფიანს კი მიუსაჯეს წინასწარი ორთვიანი, მაგრამ მას შემდეგ, როგორ გამოვიდა ციხიდან, მიუსაჯეს თუ არა საბოლოო განაჩენი, არსად არ იძებნება
ახლა გავაანალიზოთ:
22 სექტემბერს დააკავეს ძმები ფეიქრიშვილები,
რომელთაც ციხიდან 2 წერილი მიწერეს ბერას მეჯვარესა და ბავშვის ნათლიას,
ამიკო ჯანელიძეს, სადაც დახმარებას სთხოვდნენ..
ცოტა კი ვერ გავიგე რატომ სთხოვდნენ დახმარებას და რა შუაში იყო ბერას სამეგობრო,
მაგრამ ბოლოს დალაგდა:
რამდენიმე დღის წინს ვატო ყიფიანი, რომელიც ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის გამო,
უკრაინამ დაიჭირა და საქართველოს გადმოსცა,
მაგრამ მერე ციხიდან როდის გამოვიდა, კაცმა არ იცის, ჰო, ანუ ეს ვატო ყიფიანი
და ბერას მეგობარი, ავთო ბილანიშვილი პოლიციამ დააკავა, ერთი უწყინარი, 75 წლის კაცის ცემის გამო...
ის კაცი რატომ ცემეს და იმიტომ,
რომ 'კანონიერად' შეეშვათ კაწრო და ვატო ყიფიანი ციხეში,
გავიგეთ ჰო?
ჰოდა შეუშვეს.
ახლა ეს ფეიქრიშვილი,
ერთ-ერთი ძმა,
მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოშია და ამასაც კი მალავდა პენიტენციური ♡
რა საყვარლობაა არა?
ჩაზუსტება:
სახელმწიფო გვქვია
და კანონიერ ქურდებთან გარიგებებით,
ვიღაც ბაბუას სცემენ,
ციხეში რომ შეუშვან და დალაგდნენ სხვა კანონიერ ქირდებთან..
-იიი ჩელიაბინსკში გავიღვიძეეეთ?
-არა დედიშენისამ.. უარესში!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.