გოჩა მირცხულავა: თუ ვატო ყიფიანისა და „კაწროს“ დაკავების რეალური განზრახვა თავიდანვე ის იყო, რომ ციხეები დაამშვიდონ, სადაც გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ჩვენ საჯაროდ ვიცით ან წარმოგვიდგენია?
თუმცა, საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. განა პოლიტიკაში არ იყვნენ ჩართულები ე.წ. კაი ბიჭები მაშინ, როდესაც არჩევნებზე აგიტატორებადაც მუშაობდნენ, კარდაკარშიც მონაწილეობდნენ და სანაცვლოდ უზარმაზარ ბენეფიტებს იღებდნენ? რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე გავლენები ახლა სხვა სივრცეში, სხვა დანიშნულებით გამოიყენონ?
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
და თუ ვატო ყიფიანისა და „კაწროს“ დაკავების რეალური განზრახვა თავიდანვე ის იყო, რომ ციხეები დაამშვიდონ, სადაც გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ჩვენ საჯაროდ ვიცით ან წარმოგვიდგენია? მაშინ ეს ერთი მხარისთვის ბიზნესია, მეორისთვის კი – პოლიტიკა. ხვდებით, რაზე ვსაუბრობ?
თუმცა, საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. განა პოლიტიკაში არ იყვნენ ჩართულები ე.წ. კაი ბიჭები მაშინ, როდესაც არჩევნებზე აგიტატორებადაც მუშაობდნენ, კარდაკარშიც მონაწილეობდნენ და სანაცვლოდ უზარმაზარ ბენეფიტებს იღებდნენ? რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე გავლენები ახლა სხვა სივრცეში, სხვა დანიშნულებით გამოიყენონ?
შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე რეალურიც იყოს და დაკავების სამართლებრივი საფუძველიც არსებობდეს. მაგრამ ეს ხომ თავისთავად არ გამორიცხავს სხვა, პოლიტიკური განზრახვის არსებობას?
ანუ მთავარი კითხვა ასეთია: ისინი მხოლოდ სავარაუდო დანაშაულის გამო დააკავეს, თუ არსებული საქმე გამოიყენეს იმისთვის, რომ კონკრეტული გავლენის მქონე ადამიანები ციხეში შეეყვანათ და იქ მათთვის გარკვეული ფუნქცია დაეკისრებინათ?
აქაც ორი შესაძლო სცენარია: ან ასეთი განზრახვა თავიდანვე არსებობდა და ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი, შესაძლოა შეთანხმებულიც, ან დაკავების შემდეგ გაჩნდა მათი გავლენის გამოყენების შესაძლებლობა.
ეს ორი განსხვავებული ვითარებაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩნდება კითხვა, სად მთავრდება მართლმსაჯულება და სად იწყება პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ცხადია, ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მაქვს და არც იმას ვამტკიცებ, რომ მოვლენები სწორედ ასე ვითარდება. მაგრამ შესაძლო მოტივების განხილვა კონსპიროლოგია არ არის, თუ ვარაუდს ფაქტად არ ვასაღებთ.
ჰოდა, მე მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: ხომ არ არის ის, რასაც ახლა საჯაროდ ვხედავთ, სრულიად სხვა პროცესის ნაწილი, რომლის რეალური მიზანი ჯერ არ ვიცით?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.