ფრიკასტი არის ვაზოპროტექტორი. ის ზრდის ვენურ ტონუსს და წვრილი სისხლძარღვების რეზისტენტობას. მოზრდილებში ფრიკასტი ნაჩვენებია: ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ (ვარიკოზული ვენები): სიმძიმე ფეხებში, ფეხების შეშუპება, ტკივილი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები ღამით (ტკივილი …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიოსმინი (diosmin) + ჰესპერიდინი (hesperidin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ (900მგ + 100მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- ExtractumPharma Co. Ltd., უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044017
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ExtractumPharma Co. Ltd. (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფრიკასტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფრიკასტი არის ვაზოპროტექტორი. ის ზრდის ვენურ ტონუსს და წვრილი სისხლძარღვების რეზისტენტობას.
მოზრდილებში ფრიკასტი ნაჩვენებია:
ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ (ვარიკოზული ვენები): სიმძიმე ფეხებში, ფეხების შეშუპება, ტკივილი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები ღამით (ტკივილი ფეხებში, რომელიც ვითარდება ღამის განმავლობაში).
მწვავე ჰემოროიდულ კრიზისთან დაკავშირებული ფუნქციური სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა და შეშუპება ანალურ არეში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქრონიკული ვენური უკმარისობა
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან თუ 6 კვირის შემდეგ თავს გრძნობთ უარესად, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გესაჭიროებათ ფრიკასტის მიღების გაგრძელება, მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს თქვენი ექიმი.
მწვავე ჰემოროიდული კრიზი
მკურნალობის პირველი 4 დღის განმავლობაში მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი დღეში (3×1 ტაბლეტი), მომდევნო 3 დღის განმავლობაში დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ორჯერ დღეში (2×1 ტაბლეტი). ამის შემდეგ რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
ამ ჩვენებების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ფრიკასტი მხოლოდ შეზღუდული დროით - 14 დღე.
თუ 7 დღის შემდეგ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ერთად.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაადვილებლად მარტივად გადაყლაპვის და არა თანაბარ დოზებად გაყოფის მიზნით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფრიკასტი
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიკრონიზებული ფლავონოიდების დოზის გადაჭარბებაზე შეზღუდული გამოცდილება არსებობს. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გავითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი.
თუ დაგავიწყდათ ფრიკასტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
სიფრთხილის ზომები
მწვავე ჰემოროიდული დაავადება
თუ გაქვთ ბუასილის მწვავე შეტევა, შეგიძლიათ მიიღოთ ფრიკასტი მხოლოდ შეზღუდული დროით 14 დღის განმავლობაში. თუ მწვავე ჰემოროიდული კრიზისის სიმპტომები არ გაქრება 14 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. თუ მკურნალობის პერიოდში მდგომარეობა გაუარესდება, ანუ თუ შეამჩნევთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენის მომატებას, სისხლს განავალში ან გაქვთ ეჭვი ჰემოროიდულ სისხლდენაზე, მიმართეთ ექიმს.
ფრიკასტით მკურნალობა არ არის სხვა ანალური დაავადებების სპეციფიკური თერაპიის შემცვლელი.
ვენების ქრონიკული დაავადება
ვენური უკმარისობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს შერწყმული ცხოვრების ჯანსაღ წესთან. მოერიდეთ მზის ზემოქმედებას, სიცხეს, ხანგრძლივად ფეხზე დგომას ან ჭარბ წონას. სიარული და სპეციალური (კომპრესიული) წინდების ტარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
თუ მკურნალობის დროს თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის ან ვენების ანთებით, კანქვეშა ქსოვილის გამკვრივებით, ძლიერი ტკივილით, წყლულებით კანზე ან ატიპიური სიმპტომებით, როგორიცაა ერთი ან ორივე ფეხის უეცარი შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ფრიკასტი ვერ უზრუნველყოფს ქვედა კიდურების შეშუპების შემცირებას, თუ ის გამოწვეულია გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
ფრიკასრი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ამჟამად არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.
ფრიკასტი საკვებთან და სასმელთან ერთად
ფრიკასტი მიიღება საკვებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგადი პრევენციული ზომების სახით, სასურველია თავიდან იქნას აცილებული ფრიკასტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. დედის რძეში ექსკრეციის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
მსხვილი ნაწლავის ანთება.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
უცნობი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სახის, ტუჩის ან ქუთუთოების იზოლირებული შეშუპება (ედემა) ალერგიულ სიმპტომებთან ერთად. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება).
მუცლის ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ.
თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული ფლავონოიდები, როგორიცაა დიოსმინი და სხვა ფლავონოიდები, რომლებიც წარმოდგენილია ჰესპერიდინის სახით. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მიკრონიზებულ ფლავონოიდებს, როგორც 900 მგ დიოსმინი და 100 მგ სხვა ფლავონოიდები, რომლებიც წარმოდგენილია ჰესპერიდინის სახით.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230113 შეიცავს: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლი 3350-ს, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), რკინის წითელ ოქსიდს (E172), Opadry EZ clear 254U590005 შეიცავს: მალტოდექსტრინს, ტალკს, გუარის გალაქტომანანის, ჰიპრომელოზას, ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს.
ფრიკასტის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნარინჯისფერ-ყავისფერი, ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მომრგვალებული კიდეებით და ნაჭდევით ორივე მხარეს. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად მარტივად გადაყლაპვის და არა თანაბარ დოზებად დაყოფის მიზნით.
შეფუთვის ზომა: 18, 30, 36, 60, 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პვქ/ალუ ბლისტერებში მუყაოს კოლოფში.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ("EXP"), რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვადის გასვლის თარიღი ეხება თვის ბოლო დღეს. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები, ბიოფლავონოიდები, ათქ კოდი: C05CA53
მოქმედების მექანიზმი
ფრიკასტი ამცირებს ვენების გაფართოვებას და ამცირებს ვენურ სტაზს. მიკროცირკულატორულ ეფექტებთან მიმართებაში, ის ამცირებს კაპილარების გამტარობას და ზრდის კაპილარების რეზისტენტობას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
დოზა-ეფექტის შეფარდება
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზა-ეფექტის კავშირი დადგინდა ვენური პლეთიზმოგრაფიული პარამეტრების მიმართ: ტევადობა, ჭიმვადობა და დაცლის სიჩქარე. დოზა-ეფექტის ოპტიმალური თანაფარდობა მიღებული იქნა 1000 მგ მიკრონიზებული ფლავონოიდებით.
ვენოტონური აქტივობა
ვენურმა ოკლუზიურმა პლეთიზმოგრაფიამ აჩვენა დაცლის სიჩქარის შემცირება. მიკროცირკულატორული აქტივობა
ორმაგად ბრმა კონტროლირებადმა კვლევებმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსა და სამკურნალო პროდუქტს შორის. ანგიოსტერეომეტრიის მონაცემებით, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კაპილარების სიმყიფის ნიშნები, მიკრონიზებულმა ფლავონოიდებმა გაზარდეს კაპილარული რეზისტენტობა, რაც დაფიქსირდა ანგიოსტერეომეტრიით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მიკრონიზებული ფლავონოიდების ეფექტურობა ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობაში, ასევე მწვავე ჰემოროიდული კრიზის დროს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ მიკრონიზებული დიოსმინი და ჰესპერიდინი ნაწლავის სანათურში სწრაფად გარდაიქმნებიან დიოსმექტინად და ჰესპერიდინად და შემდეგ ხდება შეწოვა ასეთი სახით. დიოსმექტინისა და ჰესპერიდინის მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა შესაბამისად 1-3 და 5 საათის შემდეგ.
განაწილება
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში როგორც დიოსმექტინი ასევე ჰესპერიდინი დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან, ძირითადად ადამიანის შრატის ალბუმინთან.
ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, რაც დასტურდება შარდში სხვადასხვა ფენოლის მჟავების არსებობით.
ელიმინაცია
ადამიანში, 14C-მარკირებული დიოსმინის პერორალური მიღების შემდეგ, ექსკრეცია ძირითადად ხდება ფეკალიებით, მიღებული დოზის საშუალოდ 14% გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 სთ-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ფრიკასტი
მიკრონიზებული ფლავონოიდები, როგორიცაა დიოსმინი და სხვა ფლავონოიდები, წარმოდგენილი ჰესპერიდინის სახით
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს.
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
თუ ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის 6 კვირის შემდეგ ან მწვავე ჰემოროიდული შეტევის მკურნალობის 7 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თუ თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.
რა არის მოცემული ამ გამოყენების ინსტრუქციაში:
რა არის და რისთვის გამოიყენება ფრიკასტი
რა უნდა იცოდეთ ფრიკასტის მიღებამდე
როგორ მიიღება ფრიკასტი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ფრიკასტი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის და რისთვის გამოიყენება ფრიკასტი
ფრიკასტი არის ვაზოპროტექტორი. ის ზრდის ვენურ ტონუსს და წვრილი სისხლძარღვების რეზისტენტობას.
მოზრდილებში ფრიკასტი ნაჩვენებია:
ქვედა კიდურების ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ (ვარიკოზული ვენები): სიმძიმე ფეხებში, ფეხების შეშუპება, ტკივილი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები ღამით (ტკივილი ფეხებში, რომელიც ვითარდება ღამის განმავლობაში).
მწვავე ჰემოროიდულ კრიზისთან დაკავშირებული ფუნქციური სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა და შეშუპება ანალურ არეში.
- რა უნდა იცოდეთ ფრიკასტის მიღებამდე
არ მიიღოთ ფრიკასტი
თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მწვავე ჰემოროიდული დაავადება
თუ გაქვთ ბუასილის მწვავე შეტევა, შეგიძლიათ მიიღოთ ფრიკასტი მხოლოდ შეზღუდული დროით 14 დღის განმავლობაში. თუ მწვავე ჰემოროიდული კრიზისის სიმპტომები არ გაქრება 14 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. თუ მკურნალობის პერიოდში მდგომარეობა გაუარესდება, ანუ თუ შეამჩნევთ სწორი ნაწლავიდან სისხლდენის მომატებას, სისხლს განავალში ან გაქვთ ეჭვი ჰემოროიდულ სისხლდენაზე, მიმართეთ ექიმს.
ფრიკასტით მკურნალობა არ არის სხვა ანალური დაავადებების სპეციფიკური თერაპიის შემცვლელი.
ვენების ქრონიკული დაავადება
ვენური უკმარისობის შემთხვევაში საუკეთესო შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს შერწყმული ცხოვრების ჯანსაღ წესთან. მოერიდეთ მზის ზემოქმედებას, სიცხეს, ხანგრძლივად ფეხზე დგომას ან ჭარბ წონას. სიარული და სპეციალური (კომპრესიული) წინდების ტარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
თუ მკურნალობის დროს თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის ან ვენების ანთებით, კანქვეშა ქსოვილის გამკვრივებით, ძლიერი ტკივილით, წყლულებით კანზე ან ატიპიური სიმპტომებით, როგორიცაა ერთი ან ორივე ფეხის უეცარი შეშუპება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ფრიკასტი ვერ უზრუნველყოფს ქვედა კიდურების შეშუპების შემცირებას, თუ ის გამოწვეულია გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
ფრიკასრი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.
სხვა პრეპარატები და ფრიკასტი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ამჟამად არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება.
ფრიკასტი საკვებთან და სასმელთან ერთად
ფრიკასტი მიიღება საკვებთან ერთად.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგადი პრევენციული ზომების სახით, სასურველია თავიდან იქნას აცილებული ფრიკასტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. დედის რძეში ექსკრეციის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ამ პრეპარატს არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
- როგორ მიიღება ფრიკასტი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქრონიკული ვენური უკმარისობა
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან თუ 6 კვირის შემდეგ თავს გრძნობთ უარესად, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გესაჭიროებათ ფრიკასტის მიღების გაგრძელება, მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს თქვენი ექიმი.
მწვავე ჰემოროიდული კრიზი
მკურნალობის პირველი 4 დღის განმავლობაში მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი დღეში (3×1 ტაბლეტი), მომდევნო 3 დღის განმავლობაში დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს ორჯერ დღეში (2×1 ტაბლეტი). ამის შემდეგ რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
ამ ჩვენებების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ფრიკასტი მხოლოდ შეზღუდული დროით - 14 დღე.
თუ 7 დღის შემდეგ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ერთად.
გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაადვილებლად მარტივად გადაყლაპვის და არა თანაბარ დოზებად გაყოფის მიზნით.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფრიკასტი
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიკრონიზებული ფლავონოიდების დოზის გადაჭარბებაზე შეზღუდული გამოცდილება არსებობს. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გავითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი.
თუ დაგავიწყდათ ფრიკასტის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
მსხვილი ნაწლავის ანთება.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
უცნობი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):
სახის, ტუჩის ან ქუთუთოების იზოლირებული შეშუპება (ედემა) ალერგიულ სიმპტომებთან ერთად. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კვინკეს შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ხახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის გაძნელება).
მუცლის ტკივილი.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ.
თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.
- როგორ ინახება ფრიკასტი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ("EXP"), რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვადის გასვლის თარიღი ეხება თვის ბოლო დღეს. ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფრიკასტი
აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული ფლავონოიდები, როგორიცაა დიოსმინი და სხვა ფლავონოიდები, რომლებიც წარმოდგენილია ჰესპერიდინის სახით. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მიკრონიზებულ ფლავონოიდებს, როგორც 900 მგ დიოსმინი და 100 მგ სხვა ფლავონოიდები, რომლებიც წარმოდგენილია ჰესპერიდინის სახით.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრი II ნარინჯისფერი 85F230113 შეიცავს: ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლი 3350-ს, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), რკინის წითელ ოქსიდს (E172), Opadry EZ clear 254U590005 შეიცავს: მალტოდექსტრინს, ტალკს, გუარის გალაქტომანანის, ჰიპრომელოზას, ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ პოლივინილის სპირტს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს.
ფრიკასტის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნარინჯისფერ-ყავისფერი, ოვალური აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მომრგვალებული კიდეებით და ნაჭდევით ორივე მხარეს. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გასაადვილებლად მარტივად გადაყლაპვის და არა თანაბარ დოზებად დაყოფის მიზნით.
შეფუთვის ზომა: 18, 30, 36, 60, 90 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პვქ/ალუ ბლისტერებში მუყაოს კოლოფში.
ყველა შეფუთვის ზომა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ExtractumPharma zrt.
1044 Budapest, Megyeri út 64.
უნგრეთი
Tel.: +36-1-233-0661
E-mail: [email protected]
მწარმოებელი
ExtractumPharma zrt.
6413 Kunfehértó, IV. körzet 6.
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



